თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს, აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დაბა სტეფანწმინდაში თხილამურებით სრიალის დროს გერმანიის მოქალაქე დაშავდა.
„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მაშველებმა ქალის სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს.
ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.