სომხეთი საქართველოს მაგალითს იღებს - თბილისში ქართულ რეფორმებზე იმსჯელეს

© photo: Ministry of Education, Science, Culture And Sport of Georgiaსომხეთის განათლების მინისტრი არაიკ არუთინიანი და მისი ქართველი კოლეგა მიხეილ ბატიაშვილი
სომხეთის განათლების მინისტრი არაიკ არუთინიანი და მისი ქართველი კოლეგა მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთინიანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ქართული მხარისთვის თავისი გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთინიანმა ქართველი კოლეგა მიხეილ ბატიაშვილისგან საქართველოში მიმდინარე რეფორმის შესახებ შეიტყო, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არუთინიანი თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს >>

სომხეთის საგანმანათლებლო უწყებაში იგეგმება რეორგანიზაცია საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით.

„დღეს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და ის საერთო სტრატეგია, რასაც  ჩვენ გაერთიანების (უწყებების - რედ.) შემდეგ ვახორციელებთ. ამ მიმართულებით სომეხ კოლეგებთან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე ვისაუბრეთ  ერთობლივი სამეცნიერო პლატფორმის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში სამეცნიერო პროექტების განვითარებას“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს გამოცდილება პროფესიული სასწავლებლების მოდერნიზაციის მიმართულებით.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა" – პრემიერი პედაგოგების ხელფასების შესახებ

„ჩვენ აუცილებლად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და უფრო მეტ ერთობლივ პროექტს განვახორციელებთ, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

თავის მხრივ, არუთინიანმა ქართველი კოლეგები სომხეთში მიიწვია, რათა მათ გაიზიარონ წარმატებული პროექტები ტექნოლოგიების დანერგვის, ხელოვნური ინტელექტისა და მაღალტექნოლოგიური საინჟინრო ლაბორატორიების მუშაობის კუთხით.

„უახლოეს მომავალში, ისევე როგორც თქვენთან, სომხეთს ეყოლება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ამჟამად სამუშაო პროცესში ვიმყოფებით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაზიარება... ჩვენც მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი დაგროვილი გამოცდილება და შევქმნათ ისეთი თანამშრომლობა, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი და სასარგებლო იქნება“, - განაცხადა არუთინიანმა.

პრემიერი: საქართველო მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა გახდეს >>

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების დონის შეფასების ახალი სისტემა, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვა. რეფორმები ოთხი წელიწადი გაგრძელდება და მიზანმიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიმკვიდროს.

ყველა ახალი ამბავი
0