საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა ნინოს გზის ნაწილი ჯვრით ხელში გაიარა

© photo: Salome Zourabichvili / FBწმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე
წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის გარდა, მსვლელობაში მონაწილეობა ასევე პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიიღეს

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე ფოკას მამათა მონასტრიდან მიულოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი საზეიმო წირვას ფოკის მონასტერში დაესწრო. სადღესასწაულო ლიტურგია ფარავნის ტბასთან გაიმართა.

„წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის შემდეგ საქართველო გამთლიანდა და გაქრისტიანდა, და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. ყველას ფარავდეს მისი მადლი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სადღესასწაულო წირვის შემდეგ, პრეზიდენტი მსვლელობას შეუერთდა, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის.

სინოდის გადაწყვეტილებით წელს მრევლი საიუბილეო თარიღს, წმინდა ნინოს შემოსვლიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. მსვლელობა ფარავნის ტბიდან წირვის დასრულების შემდეგ დაიწყება. მსვლელობაში მომლოცველებთან ერთად მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

წმინდა ნინოს გზას წელს განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი გაივლის. მსვლელობაში მონაწილეობას ყველა ეპარქიის მრევლი და სასულიერო პირები მიიღებენ.  მთელი დღის განმავლობაში მომლოცველებთან ერთად გაივლის მარშრუტს სალომე ზურაბიშვილიც.

წმინდა ნინოს მსვლელობა წელს ოცდამეათედ გაიმართება და 13 ივლისს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთაში დასრულდება, სადაც მონაწილეებს პატრიარქი დალოცავს და სიგელებს გადასცემს.

© photo: Salome Zourabichvili / FBწმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე
საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა ნინოს გზის ნაწილი ჯვრით ხელში გაიარა - Sputnik საქართველო
წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე
ყველა ახალი ამბავი
0