თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბში მოძრაობა 3 ივნისს, 08:00 საათიდან აიკრძალება.
უწყების ცნობით, აკრძალვა დაგეგმილი პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იმოექმედებს.
რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შემოვლით გზაზე იქნება შესაძლებელი.
გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.