ჩამსხვრეული შუშები და დაშავებულები - რუსეთში ტროტილის საამქროში ძლიერი აფეთქება მოხდა

© photo : Sputnik / Kirill Kalinnikovაფეთქება ძერჟინსკში
აფეთქება ძერჟინსკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძერჟინსკში ტროტილის მწარმოებელ საამქროში აფეთქების შედეგად დაშავდნენ ადამიანები, სახლებში შუშები ჩაიმსხვრა

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. სულ მცირე 42 ადამიანი დაშავდა ქარხანა „კრისტალის“ ტროტილის მწარმოებელ საამქროში ქალაქ ძერჟინსკში, სადაც რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, იუწყება РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

წინასწარი მონაცემებით, ქარხანაში მომხდარი სამი აფეთქება ტექნოლოგიური პროცესის დარღვევამ გამოიწვია. ინციდენტის შედეგად საამქროში 100 კვადრატული მეტრის ფართობი განადგურდა.

ახლომდებარე დასახლებაში ელექტროენერგია არ მიეწოდება, სახლებში შუშები ჩაიმსხვრა.

დაშავდა 42 ადამიანი, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. წინასწარი მონაცემებით, დაღუპული არავინაა. ამ დროისათვის საავადმყოფოში 14 ადამიანი გადაიყვანეს.

აღინიშნა, რომ ქალაქის სამსახურებმა ოპერატიულად იმუშავეს და პერსონალის ევაკუაცია დროულად განახორციელეს.

ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და მაშვლები.

1953 წელს დაარსებულ ქარხანაში მუშაობენ ასაფეთქებელი ნივთიერებების შექმნასა და დანერგვაზე მრეწველობის სამხედრო და სამოქალაქო დარგებში.

ყველა ახალი ამბავი
0