ძაგნიძემ ასპარეზობა ფიდეს პრეტენდენტთა ტურნირზე ყაიმით დაიწყო

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინანა ძაგნიძე
ნანა ძაგნიძე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის გამარჯვებული მსოფლიო პირველობაზე მოქმედ ჩემპიონთან ითამაშებს

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს ქალთა საჭადრაკო ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (მე–11 ადგილი ფიდეს რეიტინგში) ფიდე–2019–ის პრეტენდენტთა ტურნირზე ასპარეზობა ყაზანში ყაიმით დაიწყო.

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისაჭადრაკო ტურნირი ყაზანში
ძაგნიძემ ასპარეზობა ფიდეს პრეტენდენტთა ტურნირზე ყაიმით დაიწყო - Sputnik საქართველო
საჭადრაკო ტურნირი ყაზანში

შეჯიბრების პირველ დღეს ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით ჩინელ ტან ჩჟუნთან ითამაშა.

აღსანიშნავია, ტურნირის პირველ დღეს ოთხივე შეხვედრა ყაიმით დასრულდა და ლიდერი არ გამოკვეთილა.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ყაზანში ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონობისათვის იბრძოლებს

მეორე ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით უკრაინელი მარია მუზიჩუკის წინააღმდეგ ითამაშებს.

ტურნირში რვა სპორტსმენი მონაწილეობს, ძაგნიძესთან ერთად მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან თამაშის უფლების მოსაპოვებლად რუსეთის ოთხი წარმომადგენელი – ეკატერინა ლაგნო, ალექსანდრა კოსტენიუკი, ალექსანდრა გორიაჩკინა, ვალენტინა გუნინა, ასევე ორი უკრაინელი მარია და ანა მუზიჩუკები და ჩინელი ტან ჩჟუნი იბრძვიან.

პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიული სისტემით ჩატარდება – რვა მონაწილიდან თითოეული ყველა მონაწილესთან ორ პარტიას ითამაშებს: ერთს თეთრით, მეორეს – შავი ფიგურებით.

„ჭადრაკის დედოფალი" თბილისში სექტემბერში გამოჩნდება>>

ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათასი ევროა, რომელიც მონაწილეთა შორის დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდება.

ტურნირი 18 ინისამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0