საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უეფას კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიუეფას შტაბ-ბინა
უეფას შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უეფას სტრუქტურაში პირველად ექვსი ქართველი იქნება წარმოდგენილი

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი (სფფ) ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა, ნათქვამია სსფ-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას ერთ-ერთი კომიტეტის უფროსის პოსტზე ინიშნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი - Sputnik საქართველო
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მეორე წრეზე წავიდა

კობიაშვილის მოადგილე გახდება ბულგარეთის ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი. უეფას ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები გახდნენ: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

აღსანიშნავია, რომ უეფა აერთიანებს 19 კომიტეტსა და 6 საექსპერტო კავშირს, სადაც პირველად ექვსი ქართველი იქნება წარმოდგენილი.

კობიაშვილის გარდა, უეფაში საქართველოს შემდეგი წარმომადგენლები დანიშნეს:

დავით მუჯირი - ახალგაზრდული და სამოყვარულო ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე.

კახა ჭუმბურიძე - უეფას განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის წევრი.

ალექსანდრე იაშვილი - უეფას ეროვნულ ნაკრებთა საშეჯიბრო კომიტეტის წევრი.

ნიკოლოზ ჯღარკავა - მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭოს წევრი.

ოთარ გიორგაძე - უეფას მედია კომიტეტის წევრი.

უეფას გადაწყვეტილებით, შერჩეული კანდიდატები აღნიშნულ პოსტებს 2023 წლამდე დაიკავებენ.

ყველა ახალი ამბავი
0