მარშანია: საქართველო ნატოში ვერ შევა, სანამ რუსეთი არ მოინდომებს ამას

© Sputnik / Denis Aslanovდეპუტატი ადა მარშანია
დეპუტატი ადა მარშანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა განაცხადა, რომ მისთვის გასაგებია რუსეთის შეშფოთება საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის გამო

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა უნდა აღიაროს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა პარტიიდან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ადა მარშანია საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში.

„საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი, სანამ ამას რუსეთი არ მოინდომებს, რატომ მოვიტყუოთ თავი. ნატო, თავის მხრივ, არ იშორებს საქართველოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ითვალისწინებს რუსეთის ხისტ პოზიციას და ესეც გასაგები უნდა იყოს", - განაცხადა მარშანიამ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: რუსეთთან მეგობრობა საქართველოს სტაბილურობას მოუტანს

მან აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა აღიზიანებს.

„საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აქვს უფლება, რომ ნატოსკენ ისწრაფვოდეს, მაგრამ ასევე კარგად უნდა გვესმოდეს ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ის, რომ რუსეთს აღიზიანებს ჩვენი ჩრდილოატლანტიკური სწრაფვა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხო ბაზის განთავსება. მისი გაგება შეიძლება", - განაცხადა მარშანიამ.

რუსეთმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება და ასევე გააფრთხილა ქვეყანა აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს დაახლოების შედეგების თაობაზე. შეშფოთების საფუძველი ყოველ ჯერზე ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად ერთობლივი სამხედრო წვრთნები ხდება. რუსეთის ხელისუფლება აფრთხილებს საქართველოს, რომ, ქვეყნის ნატოში შესვლის შემთხვევაში, რუსეთის რეაქცია არ დააყოვნებს.

როგორც მარშანიამ აღნიშნა, მისი პარტიის ძირითადი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ჟენევა - Sputnik საქართველო
ჟენევის მოლაპარაკებები დასრულდა – რა განიხილეს საქართველომ და რუსეთმა

„თუ ნატო ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას არ შეუწყობს ხელს, მაშინ რაში გვჭირდება? ჩვენი პარტიის მთავარი ამოცანა ქვეყნის გაერთიანებაა. და ამასთან დაკავშირებით საქართველოში მომწიფდა სიტუაცია, როცა უნდა ვაღიაროთ სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა. ასეთი გადაწყვეტილება დაამშვიდებს არა მხოლოდ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, არამედ წაადგება მთელ რეგიონს, მთელ კავკასიას. ჩვენმა პარტიამ შემოდგომაზე, შესაძლოა, ეს საკითხი განსახილველად პარლამენტში წარადგინოს", - აღნიშნა მარშანიამ.

საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2018 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო თბილისმა, ამის საპასუხოდ, მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

დიალოგი ქვეყნებს შორის შენარჩუნებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ასევე საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0