წელს ეროვნულ გამოცდებს  17 პატიმარი ჩააბარებს

© Pixabay / ErikaWittliebციხის გალავანი
ციხის გალავანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წელს პროფესიულ პროგრამებში პატიმრები ჯერჯერობით ჩართული არ არიან.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. 2019 წლის ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 17 ვაჟი პატიმარი მიიღებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პატიმრები წელს ეროვნულ გამოცდებს „ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ფარგლებში ჩააბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

საგამოცდო დარბაზი - Sputnik საქართველო
აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდები მარტივდება

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ პირთა პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობას, 2019 წელს პატიმრები პროფესიულ პროგრამებში ჯერჯერობით ჩართული არ არიან.

პროგრამა „მსჯავრდებული  პირებისათვის  და  ყოფილი  პატიმრებისათვის  პროფესიული განათლების მიღების  ხელმისაწვდომობა“ 2019 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  შეიმუშავა და დაამტკიცა.

უწყებამ ასევე გამოთქვა სრული მზადყოფნა, პენიტენციურ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების  დასაწყებად. თუმცა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან (როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართალმემკვიდრე)  პატიმრობაში მყოფ ბენეფიციართა პროფესიულ პროგრამაში ჩასართავად  დღემდე არ არის მოთხოვნა წარმოდგენილი.

2018 წლის 21 მარტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 5 წლით გააგრძელა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან 2014 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს განხორციელდა შესაბამისი პროგრამები.

„2019  წელს, ჯერჯერობით მსჯავრდებულები არ არიან ჩართული პროფესიული პროგრამებზე“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

თბილისში პროექტი „პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში“ მიმდინარეობს >>

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, პატიმრების პროფესიულ პროგრამებში ჩართულობის მაჩვენებელი წლების მიხედვით ასე გადანაწილდა:

2014 წელს პროფესიულ პროგრამაში ჩართული იყო 59, 2015 წელს - 418, 2016 წელს – 1004, 2017 წელს – 1101, 2018 წელს – 626 მსჯავრდებული პირი. სულ 2014-2018 წლებში გადამზადდა 3 208 ბენეფიციარი.

ყველა ახალი ამბავი
0