კასრაძე: ბოლო კადრის ყურებისას გული მიცემდა, ძალიან იმოქმედა ჩემზე მაკას ტრაგედიამ

© photo: Nino Kasradze / FBნინო კასრაძე
ნინო კასრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი ნინო კასრაძე თავის პერსონაჟზე საუბრობს, რომელსაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ანსახიერებს.
კასრაძე: ბოლო კადრის ყურებისას გული მიცემდა, ძალიან იმოქმედა ჩემზე მაკას ტრაგედიამ

„რამდენიმე ეპიზოდი ვითამაშე ამ სერიალში. ბოლო ეპიზოდი იყო ყველაზე რთული. მე ჩემ პერსონაჟთან ერთად ყველაფერი გავიარე, ყველანაირი დამცირება, ქირქილი. როცა ბოლო კადრს ვუყურებდი, გული საშინლად მიცემდა. ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ერთი მებრძოლი ადამიანის ტრაგედიამ. როცა მეკითხებიან, მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე, ვპასუხობ, რომ მე ასე ვერ მოვიქცეოდი. მე მშურს მაკას პერსონაჟის და მისი შეუდრეკელობის“, – ამბობს კასრაძე.

ნინო კასრაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში" მასავით დახვეწილ და ელეგანტურ ქალს, ყოფილ მინისტრ მაკა ანჯაფარიძეს განასახიერებს, რომელსაც შურისძიების მიზნით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გამოუქვეყნეს. მაკა თავდაუზოგავად იბრძვის, რათა კანონის წესით დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0