კობახიძე ზელენსკის: „ნუ დანიშნავთ ავანტიურისტ სააკაშვილს თანამდებობაზე"

© photo: Sputnik / ფოტობანკში გადასვლამიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის პერსონა საქართველოში აქტუალობას კარგავს.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელინსკის ურჩია, არ გაიმეოროს ქვეყნის წინა ხელისუფლების შეცდომები და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დანიშნოს რაიმე თანამდებობაზე.

სააკაშვილი უკრაინაში ოთხშაბათს მიემგზავრება>>>

გუშინ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. იმავე დღეს სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ოთხშაბათს, საღამოს დაბრუნდება. პოლონეთში უკრაინის საკონსულომ საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორზე პირადობის მოწმობა უკვე გასცა.

მოქალაქეობის აღდგენა ზელენსკის თავად სააკაშვილმა სთხოვა. საკუთარ მიმართვაში მან დაწერა, რომ არ სურს არანაირი თანამდებობა და ამასთან „მზადაა საკუთარი სიცოცხლე დათმოს წარმატებული და ძლიერი უკრაინის აღმშენებლობისთვის".

„უკრაინა საქართველოს ისტორიული მეგობარია, შესაბამისად, სააკაშვილისთვის შესაძლო თანამდებობის შეთავაზება გავლენას არ მოახდენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, თუმცა, მე არ ვურჩევდი ჩვენს უკრაინელ კოლეგებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ ვიცით წინა ჯერზე ეს რითიც დასრულდა. შედეგი იგივე იქნება. როდესაც ავანტიურისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მიდის საუბარი, ასეთი შედეგი გარდაუვალია", – განაცხადა კობახიძემ ტელეარხ „მაესტროს" ეთერში.

ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო
ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის პერსონა საქართველოში აქტუალობას კარგავს.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წელს გამოჩდა. მალე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა მინიჭებული უკრაინის მოქალქეობა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ გუბერნატორმა არათუ შეასრულა დაპირება რეგიონის განვითარების შესახებ, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. ხოლო 2017 წლის ივლისში მოქალაქეობაც ჩამოართვა.

უკრაინის ხელისუფლებამ 2018 წლის თებერვალში სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, რომლის ტერიტორიიდანაც 2017 წლის შემოდგომაზე სააკაშვილი უკრაინაში უკანონოდ შევიდა – პოლონეთის საზღვარზე მისმა მომხრეებმა მესაზღვრეების კორდონები გაარღვიეს. მაშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური