FeedC: ქართველი სტუდენტების ახალი გამოგონება

© Pixabay / Pixabayახალგაზრდა პლანშეტით
ახალგაზრდა პლანშეტით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სოციალური ქსელი დაგეხმარებათ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან გაიგოთ ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც თქვენ არ იმყოფებით

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ევროპაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა მობილური აპლიკაციისთვის ახალი სოციალური ქსელი FeedC შექმნეს.

ნიკოლოზ და გიორგი კვარაცხელიამ, ასევე ალექსანდრე სიჭინავამ FeedC-ის შექმნა იმ მიზნით გადაწყვიტეს, რომ ის ბარიერები მოიხსნას, რომლებიც არსებობენ დღეს მოქმედ სოციალურ ქსელებში.

„FeedC სხვა სოციალური ქსელებისგან იმით განსხვავდება, რომ ყველა ინფორმაციას, რომელსაც გამოაქვეყნებთ, დაინახავენ არამარტო თქვენი ხელმომწერები როგორც ეს Facebook-სა და Instagram-ზე ხდება, არამედ იმ ქალაქის ყველა მცხოვრები, სადაც თქვენ იმყოფებით", - განაცხადა ნიკოლოზ კვარაცხელიამ მედიასთან.

სოციალურ ქსელში მრავალ რეგიონს, ქალაქს და სოფელს აქვს გვერდები, რომელთა დახმარებით, შესაძლებელია გაგება თუ რას აქვეყნებენ ადგილობრივები, ამბობს ახალგაზრდა გამომგონებელი. FeedC-ის წყალობით ასეთი ინფორმაცია მომხმარებელთათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

FeedC ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმაა. აპლიკაცია მომხმარებლის ადგილმდებარეობას ადგენს და საშუალებას აძლევს მას გააზიაროს ან მოძებნოს პოსტი, თავისი ან სხვისი ადგილმდებარეობის მონიშვნის შესაბამისად.

ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ახალი სოციალური ქსელი FeedC Android -სა და iOS პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია. FeedC-ში უკვე ჩართული არიან მომხმარებლები დუბაიდან, მაიამიდან, დალასიდან, მუმბაიდან, აშშ-დან. სოციალური ქსელის ერთ-ერთი პირველი ქართველი მომხმარებელი გახდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, „დეტროიტ პისტონსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია.

 

ყველა ახალი ამბავი
0