მათითაშვილი: როგორ ავიცილოთ თავიდან ფეხსაცმლის სუნი

© photo: The Doctors / FBკოტე მათითაშვილი
კოტე მათითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პლასტიკური ქირურგი, გადაცემა „ექიმების“ წამყვანი კოტე მათითაშვილი საუბრობს იმაზე, როგორ მოვაცილოთ ფეხსაცმელს სუნი.
მათითაშვილი: როგორ ავიცილოთ თავიდან სუნიანი ფეხსაცმელი

„კარგად იცით, რომ ბაქტერიები ჩვენ კანზე არსებობს. იცით, რა უყვართ ბაქტერიებს? მათ უყვართ სითბო და ნესტი, რომელიც ფეხსაცმელში უხვადაა წარმოდგენილი. ისინი გამოყოფენ აირს, ასე რომ, ფეხსაცმელებში სუნი ჩვენი ბაქტერიების ბრალია“, – ამბობს კოტე მათითაშვილი.

ექიმი რამდენიმე ხალხურ მეთოდზე საუბრობს, თუ როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს. პირველი – საჭმელი სოდა ჩაყარეთ ფეხსაცმელში, მთელი ღამის განმავლობაში გააჩერეთ, დილით კი გადმოყარეთ. მეორე – ფეხსაცმელს მოათავსებთ პოლიეთილენის პარკში და მთელი ღამის განმავლობაში ტოვებთ საყინულეში. მესამე – ლიმონი დაჭერით ნაჭრებად და ჩადეთ ფეხსაცმელში მთელი ღამით; ან ალკოჰოლში დაასველეთ ბამბა და მოათავსეთ ფეხსაცმელში რამდენიმე საათით.

ყველა ახალი ამბავი
0