ჯგუფი „ტატუ“ საქართველოში: სკანდალური დუეტის ექს-სოლისტი თბილისს სტუმრობს

© Facebook / Photo: Katina Lena / FBლენა კატინა
ლენა კატინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალური მუსიკალური დუეტ „ტატუს“ ექს-სოლისტი ლენა კატინა საქართველოშია

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ოდესღაც ძალიან პოპულარული რუსული პოპ-დუეტ „ტატუს“ ყოფილი წევრი ლენა კატინა საქართველოში სტუმრობს - ღამის თბილისის ფონზე გადაღებული ფოტო მომღერლის ოფიციალურ Instagram-ზე გამოქვეყნდა.

„მინი შვებულება თბილისში ჩემს გოგონებთან ერთად. საქართველო სასწაული ამინდით გვხვდება. ჩვენი ტური გასტრონომიულ ადგილებში უკვე იწყება. ჩაგვიყარეთ თბილისის ყველაზე საინტერესო ადგილები. ველოდები თქვენს რეკომენდაციებს“, - წერს კატინა.

A post shared by Lena Katina (@lenakatina) on

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
„ორიოლ ი რეშკამ“ თბილისელ ბიჭუნას ოცნება აუხდინა

რა ვიცით ლენა კატინას შესახებ?

ლენა კატინა - რუსი მომღერალია, რომელმაც პოპულარობა იულია ვოლკოვასთან ერთად მუსიკალურ პროექტ „ტატუში“ მონაწილეობით მოიპოვა. გოგონებმა რუსულ შოუ-ბიზნესში ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს.

2003 წელს თავისი პოპულარობის პიკზე დუეტი „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა. სიმღერამ Не верь, не бойся, не проси („არ დაიჯერო, არ შეგეშინდეს, არ მოითხოვო“) რუსეთს მესამე ადგილი მოუტანა.

რუსი მომღერალი და მსახიობი რომა ზვერი ბათუმში მასტერკლასს ჩაატარებს >>

2009 წლიდან დუეტი დაიშალა და მომღერალმა მოღვაწეობა დამოუკიდებლად გააგრძელა - სახელით Lena Katina. ლენა მოსკოველია, არის ცნობილი კომპოზიტორის, სერგეი კატინის ქალიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0