ენოტი, რომელიც ჯეიმს ბონდს ბაძავს – სახალისო ვიდეო

CC0 / Pixabay / ენოტი
ენოტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ვიდეოში ჩანს ენოტი, რომელიც ელექტროგაყვანილობის ხაზებზე ისე ოსტატურად მიცოცავს, ცნობილ კინოგმირს ჯეიმს ბონდს მოგაგონებთ. 

მოშინაურებული ენოტის სახლში ყოლა ნამდვილი თავის ტკივილია. ეს ცხოველი იპარავს ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდება, ძვრება უჯრებში, აღებს მაცივარს, აქოთებს კარადას. ერთხელ გადამღები ჯგუფი რეპორტაჟს აკეთებდა ოჯახში, სადაც ეს ცხოველი ჰყავდათ. ენოტმა საქმიანად მოუჩხრიკა სტუმრებს ყველა ჯიბე, ყველა ჩანთა და როცა ვერაფერი აღმოაჩინა, უკმაყოფილო ბუზღუნით გაშორდა ოპერატორებს.

ყველა ახალი ამბავი
0