აჭარის ტურისტულ ზონას ტრანსპორტისგან განტვირთავენ

© photo: Sputnikტურისტები აჭარაში
ტურისტები აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლებაში დარწმუნებული არიან, რომ შემოვლითი გზა ხელს შეუწყობს ბათუმის ცენტრის განტვირთვას და ეკოლოგიის გაუმჯობესებას.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ბათუმში შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ტურისტული და საცხოვრებელი ზონის ტრანსპორტისგან განტვირთვა და ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებაა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

2023 წლისთვის საქართველოში 227 კილომეტრი სიგრძის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდება>>>

ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამ დროისთვის არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლასაც ართულებს.

© Roads Department of Georgia / FB ბათუმის შემოვლითი გზა
აჭარის ტურისტულ ზონას ტრანსპორტისგან განტვირთავენ - Sputnik საქართველო
ბათუმის შემოვლითი გზა

ხელისუფლების გეგმის თანახმად, ბათუმის შემოვლითი გზა ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. გარდა ამისა, საკურორორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკთან (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება თითქმის 330 მილიონი ლარია.

სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0