გარდაიცვალა რკინიგზელი, რომელიც ზესტაფონში სამუშაო ადგილზე დაშავდა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე დაშავებულს ფეხების ამპუტაცია ემუქრება

თბილისი, 27 მაისი -  Sputnik. ზესტაფონში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი მიხეილ ბებიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ზესტაფონში საქართველოს რკინიგზის ორ თანამშრომელს რელსები დაეცა

უბედური შემთხვევა ზესტაფონში დღეს მოხდა.

„საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში რკინიგზის ორმა თანამშრომელმა სხეულის დაზიანებები მიიღო. კომპანიის ცნობით, სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ დაზიანებები სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად მიიღეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რამდენიმე საათის შემდეგ ბებიაშვილი საავადმყოფოში მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.

რაც შეეხება ნებიერიძეს, ის რეანიმაციის განყოფილებაში რჩება. არ არის გამორიცხული, რომ მას ფეხების ამპუტაცია დასჭირდეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0