სულის სიღრმემდე: პატარა ქართველმა გოგონამ დარბაზი აატირა - ვიდეო

© Facebook / photo: Vote.Children / FBნინო ჩესნერი
ნინო ჩესნერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვოკალური შოუ Голос. Дети-6-ის რვა წლის ფინალისტმა ნინო ჩესნერმა პროექტის სპეციალურ გამოშვებაში თამარ გვერდწითელის ემოციური სიმღერა Мамины глаза („დედის თვალები“) შეასრულა

ბევრი იტყვის, რომ სიმღერა, რომელიც ნინო ჩესნერმა შეასრულა, მისთვის ზედმეტად „დიდურია“, მაგრამ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ყველა ეჭვი გაქრება. რვა წლის ქართველ გოგონას აქვს არამარტო მშვენიერი და ძლიერი ხმა, ის ასევე არტისტიზმით არის აღსავსე.

ჩესნერის გამოსვლის ვიდეომ უკვე 160 ათასზე ნახვა დააგროვა. კომენტარებში მაყურებელი აღფრთოვანებულია გოგონათი და მას უამრავ კომპლიმენტს უწერს.

გიორგი როსტიაშვილი - Sputnik საქართველო
თვალებს ხუჭავდნენ და ტიროდნენ: საქართველოში ახალი ვარსკვლავი დაიბადა

„მაინც რა თვალები აქვს... ჩაიძირები... ულამაზესია“, - წერს ოლგა კროტოვა.

„იდეალურად შეასრულა. თავის ასაკთან და ხმასთან ერთად. ცრემლებამდე მიმიყვანა“, - აღიარა მომხმარებელმა ინგრიდმა.

„რა უზარმაზარი ნიჭია, დაბადებიდან მომღერალია და არტისტია, ნებისმიერ სიმღერას ირგებს. სულში ჩამწვდომი ხმა აქვს...“, - წერს Julia Julia.

მაისის შუა რიცხვებში „პირველმა არხმა“ შოუ Голос. Дети-ს მეექვსე სეზონის ფინალის შედეგები გააუქმა. ეს მოხდა შემოწმების შემდეგ, რომელმაც გამოავლინა ხმების „გაბერვა“ ერთ-ერთი მონაწილის - მიკელა აბრამოვას სასარგებლოდ, რომელიც ცნობილი მომღერლის, ალსუს ქალიშვილია.

პროექტის სპეცგამოშვების დროს, რომელიც შოუს მეექვსე სეზონის გამარჯვებულის გამოსაცხადებლად დაინიშნა, „პირველი არხის“ გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინ ერნსტმა გამარჯვებულებად ყველა ფინალისტი გამოაცხადა.

შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა მეექვსე სეზონის ყველა ფინალისტი: ერჟან მაქსიმი, ვალერი კუზაკოვი, რენატა ტაიროვა, რობერტ ბაგრატიანი, მიხაილ გრიგორიანი, მარიამ აბდელკადერი, ასევე ორი გოგონა - ნინო ჩესნერი და ანასტასია სისაური, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან. მიკელა აბრამოვა, რომლის გამარჯვებამაც გამოიწვია სკანდალი, ასევე გამარჯვებულად დასახელდა, თუმცა მან სპეცგამოშვებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

პროექტის ყველა გამარჯვებულის ოჯახი მიიღებს საბანკო ბარათს, რომლის ანგარიშზე 1 მილიონი რუბლი იქნება დარიცხული.

ყველა ახალი ამბავი
0