რატომ არის ხელსაყრელი აზერბაიჯანელებისთვის ავტომობილების საქართველოში შეძენა

© courtesy of Miho Neimanსაღამოს ბაქო
საღამოს ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის ხელსაყრელია საქართველოში მეორეული ავტომობილების შეძენა და სამშობლოში ქართული ნომრებით მოძრაობა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. ბოლო დროს ბაქოს ქუჩებში მომრავლდა საქართველოს სახელმწიფო ნომრიანი ავტომობილების რაოდენობა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

როგორც სააგენტოს საგზაო-სატრანსპორტო საკითხთა ექსპერტმა თურალ იუსიფოვმა განუცხადა, საბაჟო გადასახადი აზერბაიჯანში შეყვანილ ავტომობილებზე უნდა გადაიხედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა აივსება იაფფასიანი, მათ შორის, საქართველოდან შეყვანილი მანქანებით, რომლებიც მხოლოდ ჯართად თუ გამოდგება.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი – ეცემა

ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანები თავს უფლებას ვერ აძლევენ, შეიძინონ ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი მანქანები, ფიქრობს იუსიფოვი. პირველ რიგში, ახალი მანქანის კრედიტით შესაძენად აუცილებელია ღირებულების ნახევარის გადახდა დაუყოვნებლივ. გარდა ამისა, ავტომობილებს აძვირებს ძალიან მაღალი სააქციზო გადასახადი.

„მაგალითად, თუ ადამიანი ყიდულობს ავტომობილს 10 ათას მანათად, მას საბაჟოზე დამატებით 10 ათასი მანათის გადახდა უწევს, რაც, რასაკვირველია, არავისთვისაა ხელსაყრელი. რატომ უნდა გადაიხადო 20 ათასი მანათი მეორად მანქანაში?“, - სვამს კითხვას ექსპერტი.

ამიტომაც ჩამოდიან აზერბაიჯანელები საქართველოში, რათა შეიძინონ ავტომობილები მინდობილობით 10 ათას მანათად. ყოველ სამ თვეში ერთხელ ისინი კვეთენ საზღვარს, დაბრუნებისას კი მშვიდად განაგრძობენ ავტომობილის მართვას სამშობლოში.

„საბაჟო მოსაკრებელი უნდა გადაიხედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები მოიმატებს, აზერბაიჯანი გაივსება ავტომობილებით, რომლებიც მხოლოდ ჯართად თუ გამოდგება“, - დარწმუნებულია ექსპერტი.

იუსიფოვი აცხადებს, რომ საბაჟო მოსაკრებელი უარყოფითად აისახება აზერბაიჯანში ავტომობილების გაყიდვებზე.

„ამჟამად დილერები ვერ ასაღებენ ავტომობილებს, ვინაიდან მანქანების შესაძენად ყველა საქართველოში მიდის. მეორადი ბაზარიც სუსტად მუშაობს, რადგან აღებული ფულით მანქანის შეძენა ბაქოში რთულია. ყველა ცდილობს მანქანის რაც შეიძლება ძვირად გაყიდვას“, - განაცხადა მან.

თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ქვეყანაში მაღალი ხარისხის დიზელის საწვავი უნდა შემოვიდეს

საგზაო-სატრანსპორტო საკითხთა ექსპერტი ელმადინ მურადლი ასევე დარწმუნებულია, რომ ტენდენციის გამოსწორება მხოლოდ საზღვარგარეთიდან შემოყვანილ ავტომობილებზე გადასახადის შემცირების გზითაა შესაძლებელი: „ადამიანები იძულებული არიან, ასე მოიქცნენ. საქართველოს საავტომობილო სექტორი ჩვენსას საგრძნობლად უსწრებს. ავტომობილს, რომლის შეძენა საქართველოში ექვსი ათასად შეიძლება, ჩვენთან 12-13 ათასად ყიდიან“.

ადამიანები რისკავენ, როცა შეძენილ ავტომობილებს აფორმებენ საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთაც არც კი იცნობენ. „ნებისმიერ დროს ფაქტობრივ მფლობელს, თუ მოუნდება, შეუძლია ავტომობილის წაყვანა. თუ ეს ადამიანი გარდაიცვლება და ოჯახის წევრები ახალ მინდობილობას არ გასცემენ, ჩვენი მოქალაქე ავტომობილის გარეშე დარჩება“, - დაასკვნა მან.

თბილისში ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გამოჩნდა >>

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში 54 მილიონი დოლარის ღირებულების 5 034 ავტომობილი გაიყვანეს. გასულ წელს ექსპორტმა 36,8 მილიონი დოლარის ღირებულების 1 994 ავტომობილი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0