რას ჭამენ ჩვენი ბავშვები: ბაღებს პროდუქტებით ახალი კომპანია მოამარაგებს

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია თბილისის ბაღებს კვების პროდუქტებით 1 ივლისამდე მოემსახურება, მომავალი სასწავლო წლიდან კი მომმარაგებელს ტენდერი გამოავლენს

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებს კვების პროდუქტებით ახალი კომპანია „მზიური" 27 მაისიდან მოამარაგებს, ნათქვამია თბილისის ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

თბილისის მერიამ საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიას კონტრაქტი შეუწყვიტა>>>

გასულ კვირას თბილისის მერიამ კომპანია „ნილთან", რომელიც საბავშვო ბაღებს კვების პროდუქტებით ამარაგებდა, კონტრაქტი გაწყვიტა. კომპანიას ყადაღა აქვს დადებული, რის გამოც იგი ვერ ახერხებს თბილისის საბავშვო ბაღების მომარაგებას.

კვირის განმავლობაში თბილისის მერიამ, თბილისის ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოსთან ერთად, სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიასთან გამართა შეხვედრა, თუმცა, აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აღმოაჩნდა.

საბავშვო ბაღის სასადილო ოთახი - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღებში მავნე პროდუქტების შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს

მრავალჯერადი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგად, არჩევანი საბოლოოდ 15-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „მზიურზე" შეჩერდა. კომპანია თვეში 4,5 ათას ობიექტს ამარაგებს პროდუქტებით.

კომპანია „მზიურმა" თბილისის საბავშვო ბაღებს დროულად უნდა მიაწოდოს 60 დასახელების კვების პროდუქტები და პასუხისმგებლობა უნდა იღოს მათ ხარისხზე.

27 მაისიდან, პირველ ეტაპზე, კომპანია „მზიური" მხოლოდ ვაკესა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ბაღებს მოამარაგებს, 30 მაისიდან კი თბილისში არსებულ 180-ვე საჯარო ბაღს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია თბილისის ბაღებს 1 ივლისამდე მოემსახურება, მომავალი სასწავლო-აღმზრდელობითი წლიდან კი კომპანიას ტენდერის საფუძველზე შეარჩევენ.

თბილისის საბავშვო ბაღებში ხაჭო და არაჟანი დააბრუნეს>>>

როგორც თბილისის ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, სკოლამდელი დაწესებულებების მომარაგების პროცესი არ შეწყდება. 21 მაისიდან თბილისის ყველა საბავშვო ბაღი მომწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულებებს თავად გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კომპანია „ნილი" სამჯერ დააჯარიმეს. ორჯერ ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის და ერთხელ ჰიგიენური ნორმების კრიტიკული შეუსაბამობის გამო. პირველ ჯერზე კომპანია 400 ლარით დაჯარიმდა, მეორე შემთხვევაში - 1200 ლარით, მესამეში - 1000 ლარით.

2018 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედაქალაქის 157 საბავშვო ბაღში სახელმწიფო შემოწმება ჩაატარა.

თბილისში 180 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საბავშვო ბაღებში 61 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0