ქართველი ბაიკერების მაისის მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გაიმართა, ბევრს დაამახსოვრდება არა მხოლოდ სანახაობრიობით, არამედ მისი მონაწილეების რაოდენობითაც
მართლაც, ათიოდე წლის წინ საქართველოში ბაიკერების რაოდენობა თითებზე ჩამოსათვლელი იყო. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მოტოციკლები, მოტოროლერები და მოპედები ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება და დღეისათვის მათი რაოდენობა ათასობით არის გაზრდილი.
საკურიერო მომსახურებისათვის დღეს საქართველოში უმეტესად მოპედებს იყენებენ. ასევე ხშირად სარგებლობენ მსგავსი ტრანსპორტით ისინი, ვისაც სურს ეკონომია გააკეთოს საწვავზე და თავი აარიდოს საცობებში დგომას. ბაიკერებს შორის შეხვდებით სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანებს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჯამში მოპედებისა და მოტოროლერების მძღოლებს შორის მრავლად არიან ახალბედები, რომლებიც სულ ახლახანს აღმოჩნდნენ მსგავსი სატრანსპორტო საშუალების საჭესთან და არ აქვთ არავითარი გამოცდილება. ავტომობილისტებს უწევთ გაცილებით უფრო ყურადღებით იყონ, რადგან მოულოდნელად შესაძლოა მათ გვერდით ბაიკერი აღმოჩნდეს.