მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

© photo: Sputnikარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური კვირას, 9 ივნისს გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების სავარაუდო თარიღი ცნობილია>>>

19 მაისს ზუგდიდის, ჭიათურის, ხულოს, ზესტაფონისა და მარნეულის რაიონებში მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა; საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ზესტაფონში კი - საკრებულოების შუალედური არჩევნები.  რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, კენჭისყრა მთაწმინდის რაიონში გაიმართა.

საარჩევნო ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო
პრემიერი: საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე მშვიდ გარემოში გაიმართება

მეორე ტური გაიმართება მხოლოდ მთაწმინდის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში, სადაც 44 ათასი ამომრჩეველია. საარჩევნო მარათონში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან  მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე და  ოპოზიციური გაერთიანება „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე. პირველმა ტურმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების გამართვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან, 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 19 მაისს გამართულ კენჭისყრაში კახაძემ დააგროვა ამომრჩეველთა ხმების 41,01%, შავგულიძემ - 36,84%.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. გამარჯვებული ის კანდიდატი გახდება, რომელიც ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0