გორში ბავშვს მანქანა დაეჯახა

CC BY 2.0 / Dean Strelau / Cautionსაპოლიციო ლენტი
საპოლიციო ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ცნობით, გოგონას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

თბილისი, 27 მაისი -  Sputnik. 10 წლის გოგონას გორში მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შსს-ში.

შემთხვევა გორში დღეს, სადგურის დასახლებაში  მოხდა.

შსს-ს ცნობით, ბავშვს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0