ენოტი გასაბერ ფლამინგოზე სათვალითა და კოქტეილით - მხიარული ვიდეო

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიენოტი
ენოტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

კადრებში ჩანს ენოტი, რომელიც არ ჩამორჩა მოდურ ტრენდს და სათვალით და კოქტეილით ვარდისფერ გასაბერ ფლამინგოზე პოზირებს.

თქვენ ალბათ სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი Instagram-ში ხშირად აწყდებით ფლამინგოს ფოტოებს. თავდაპირველად მასთან მოგზაურმა ბლოგერმა ანამ, გადაიღო სელფი და განათავსა საკუთარ გვერდზე. საზოგადოებამ ის მალე აიტაცა. ამის შემდეგ უამრავი ადამიანი ესტუმრა ფლამინგოების სანაპიროს, რომელიც რენარუბას კერძო კუნძულზე მდებარეობს.

ხოლო მათ, ვინც კუნძულის მონახულება ვერ შეძლეს, შეიძინეს წყლის გასაბერი ფლამინგო და ასე გამოეხმაურნენ გავრცელებულ ტრენდს.

 

ყველა ახალი ამბავი
0