მოსახლეობას შიმშილის ეშინია – აქცია ავტობანზე

© Sputnik / Shota Nozadzeგორში სეტყვისგან დაზარალებულები მთავრობისგან ითხოვენ დახმარებას
გორში სეტყვისგან დაზარალებულები მთავრობისგან ითხოვენ დახმარებას - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა ამ წუთებში დედაქალაქიდან დასავლეთისკენ მიმავალ ავტობანზე აქციას მართავს.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებნი ამ წუთებში აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე აქციას მართავენ.

„Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტის ცნობით, ავტობანის განაპირას, გორის გადასახვევთან 200-მდე ადამიანია შეკრებილი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მისვლას ელოდება.

© Sputnik / Shota NozadzeАкция протеста в Гори
მოსახლეობას შიმშილის ეშინია – აქცია ავტობანზე - Sputnik საქართველო
Акция протеста в Гори

აქციის მონაწილეთა თქმით, შაბათს მოსულმა სეტყვამ სრულად მიწასთან გაასწორა მათი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. 100%-ით არის განადგურებული მოსავალი და თუ სახელმწიფო ხალხს არ დაეხმარება, მოსახლეობას გარდაუვალი შიმშილი ელოდება.

აქციის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც სოფლების მცხოვრებლებს ავტობანის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

სეტყვა - Sputnik საქართველო
საქართველოს სეტყვამ გადაუარა: რამდენი დღე გაგრძელდება უამინდობა?

გასულ უქმეებზე მოსულმა სეტყვამ ძლიერ დააზარალა გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ტყვიავი, შინდისი, ქერე, მერეთი, დიცი, ნიქოზი და სხვ.

სეტყვის შედეგად დაზიანდა ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღები. სეტყვა სოფლებში დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გადაუღებლად გრძელდებოდა.

არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში. აქ ძლიერმა სეტყვამ მოსავლის თითქმის 100% გაანადგურა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.

ყველა ახალი ამბავი
0