ყველაზე გემრიელი დღე: თბილისში ღვინისა და კერძების ფესტივალი გაიმართება

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeღვინის ფესტივალი
ღვინის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება ტრადიციულად ეძღვნება ახალგაზრდა მეღვინის ხსოვნას, რომელიც ხანძარს ემსხვერპლა

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქის ყველაზე გემრიელი ფესტივალი - ნატურალური ღვინისა და კერძების ერთდღიანი ფესტივალი - თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2019 წლის 22 ივნისს გაიმართება.

„ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალზე შეხვდებით: ცნობილ ქართველ მეღვინეებს, რესტორნებს, ნატურალური საკვების მწარმოებლებს და შეძლებთ მათ მიერ დაყენებული ნატურალური ღვინისა და მომზადებული კერძების  დაგემოვნებას. წინა წლის მსგავსად გაგაცნობთ დამწყებ მეღვინეებს თავიანთი „პირველი მოსავლით“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ქვევრი - Sputnik საქართველო
საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება

ღონისძიება ტრადიციულად ეძღვნება ახალგაზრდა მეღვინის ვახტანგ ფაღავას ხსოვნას, რომელიც 2017 წელს 30 წლის ასაკში საკუთარ სახლში ხანძრისას ტრაგიკულად დაუღუპა. ვახტანგი თბილისში დაიბადა, მაგრამ გადავიდა კახეთში, სადაც შექმნა ღვინის მარანი და აწარმოებდა ნატურალურ ღვინოს ქიმიური დანამატების გარეშე.

ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ Vikea, ოთო ბერძენიშვილი და ბექა ვანიშვილი. მუსიკოსები 60-იანი წლების ქართულ და უცხოურ კომპოზიციებს შეასრულებენ. გაიჟღერს ასევე ელექტრონული მუსიკა, რომელსაც შეასრულებენ დიჯეები Qevana და Gregory Cadars.

ქართული ღვინო მსოფლიო ბაზრებს იპყრობს >>

ფესტივალზე საბავშვო კუთხეც იქნება წარმოდგენილი. დღესასწაულზე 12 წლამდე ასაკის ბავშვების შესვლა თავისუფალია. მოზრდილებისთვის შესვლის საფასურია 10 ლარი.

ფესტივალის კარი სტუმრებისთვის ღია იქნება 18:00 საათიდან 23:30 საათამდე. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „კორტავების მარანი“ (Kortavebis Marani).

ყველა ახალი ამბავი
0