სკანდალური მსაჯობა „ნაცუ“ ბაშოზე და ზაზა ნადირაძის მორიგი წარმატება

მაისის ბოლოს წინა კვირას ქართველ სპორტსმენებს ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადახდათ.

პირველ რიგში ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშომ გვანერვიულა. მოგეხსენებათ ლევან გორგაძეს 10 გამარჯვება სჭირდებოდა, რათა ოძეკის ტიტული დაებრუნებინა. 9 გამარჯვება ლევანმა იოლად მოიპოვა, შემდეგ ორი შედარებით სუსტი მოწინააღმდეგე ელოდა და ოძეკის ტიტული ვიღას ახსოვდა, გულშემატკივარი უკვე იმპერატორის თასის მოპოვებაზე გადაერთო... მაგრამ მოხდა ისე, რომ ლევანმა ორივე დაპირისპირება დათმო. „კოკუგიკანში" ზაფხულის (ნაცუ) ბაშოს მე-13 დღის ორთაბრძოლების ჯერი დადგა,  დასავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ერთ-ერთ ლიდერს, მე-8 მაეგაშირა ასანოიამას ხვდება და ეს არ გახლდათ რიგითი ბრძოლა. მოგების შემთხვევაში ქართველი ტურნირის ლიდერს უთანაბრდებოდა და თასის მოგების რეალური შანსი უჩნდებოდა, აღარაფერს ვამბობ ოძეკის ტიტულის დაბრუნებაზე. ლევანმა მეტოქე ლამაზი ილეთით ძირს დააგდო, მაგრამ ქართველის გამარჯვება საკამათო გახდა. მონოიზე მსაჯებმა 6 წუთი იმსჯელეს და ასანოიამას იორიკირით გამარჯვება ჩაუთვალეს, ერთმა მსაჯმა აიჩემა აქაოდა ქართველი ფეხის ქუსლით შეეხო დოჰიოს გარე მხარესო.

ქართველ სუმოისტს 9-4 ბალანსი გაუხდა. იმპერატორის ტიტულს  ვინ ჩივის, ოძეკობა გახდა სათუო, რადგან, შემდეგი მეტოქე იოკოძუნა კაკურიუ გახლდათ. ბრძოლას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. იაპონური პრესა აჭრელდა მკვეთრი სათაურებით და მსაჯების საქციელი სუმოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილებად მონათლეს. საქმე იმაშია, რომ იაპონელ სეკიტორს იმპერატორის თასის მოპოვების დიდი შანსი ეძლეოდა, ეს კი  მონღოლი სუმოისტების ზეობის ხანაში მასპინძელთათვის ერთგვარი შვება იქნებოდა. საქმეში ჩაერია სუმოს ფედერაცია, შედეგის შეცვლა მის ძალებს აღემატება, თუმცა გადაწყვიტეს მსაჯების უცნაური არჩევანით დაჩაგრული ქართველი 9 გამარჯვებითაც დაებრუნებინათ ოძეკის რანგში, თუ რა თქმა უნდა მეტ ორთაბრძოლას ვეღარ მოიგებდა. გუშინ ლევანის წინაშე დიდი ჩემპიონი კაკურიუ დადგა და რამდენიმე წამში დამარცხებულმა დატოვა დოჰიო. ტოჩინოშინმა ამ მოგებით ტიტული დაიბრუნა, ხოლო ასანოიამას იმპერატორის თასი გაუნაღდა.

24 მაისს,  250-იანი კატეგორიის ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი  18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმთან (28) 6:2, 6:7, 4:6 დამარცხდა. ერთის მხრივ ნახევარფინალში გასვლა წარმატებაა, მაგრამ როცა მანამდე ჟო ვილფრიდ ცონგას უპრობლემოდ ამარცხებ, ცოტა გაუგებარია ეს წაგება. მით უმეტეს, რომ პირველი სეტის მოგების შემდეგ, ნიკამ მეორეშიც მოიპოვა უპირატესობა, მაგრამ არ ვიცი მერე რა დაემართა და ტაი ბრეიქზე წაგების შემდეგ, ვერც მესამეში გაუწია წინააღმდეგობა კანადელ თინეიჯერს. მიუხედავად მარცხისა, ბასილაშვილმა საკმაო ქულები მოიპოვა და მომავალ რეიტინგ ლისტში, პირველად კარიერაში, უკვე მეთექვსმეტე ჩოგანი იქნება. ალბათ უნდა მივულოცო წარმატება, მაგრამ რაღაც გაურკვეველი და  უსიამოვნო შეგრძნება არ მასვენებს; ერთი, რომ ძალიან არასტაბილურია და მეორე, ცოტა გაუგებარია მისი წაგებები რანგით ბევრად დაბლა მყოფ ჩოგბურთელებთან. ერთხელ და ორჯერ ფედერერსა და ნადალსაც წაუგია, მაგრამ ნიკას ლამის ჩვევად ექცა, მისთვის საჭირო ზღვარს როგორც კი მიაღწევს, მერე უეცრად შეიძლება სრულიად უცნობთანაც წააგოს.

© photo: AFP 2020 / MATTHEW STOCKMANნიკოლოზ ბასილაშვილი
სკანდალური მსაჯობა „ნაცუ“ ბაშოზე და ზაზა ნადირაძის მორიგი წარმატება - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი

24-26 მაისს ჩინეთის ქალაქ ჰუშში გაიმართა ძიუდოს გრან პრი, სადაც საქართველოს ნაკრების 6 ძიუდოისტი გამოდიოდა და ამჯერად ბევრი ვერაფრით გაგვახარეს.მსუბუქ წონებში ჩვენები არ გამოდიოდნენ, მეორე დღეს სამივემ ადრეულ ეტაპზევე წააგო.  დღეს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა: უშანგი მარგიანი (90კგ), გიორგი პაპუნაშვილი (90კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ).  მარგიანმა პირველივე ბრძოლა სირილ გროსკლაუსთან ვაზარ-იპონით დათმო. გიორგი პაპუნაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს - ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალი კუბელ სილვა მორალესთან წააგო, მერე ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა და ბრინჯაოს მედლისთვის  მარგიანის მომგებ სირილ გროსკლაუსს შეხვდება. ლევან მატიაშვილმაც მეოთხედფინალი წააგო. ლევანი ლუკაშ კრპალეკთან იპონზე დაეცა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანელ იოჰანეს ფრეის შეხვდება.

დღევანდელ მიმოხილვას კი სასიამოვნო ინფორმაციით დავასრულებ. ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე, 200 მეტრზე კანოეთი ასპარეზობაში, პირველი ადგილი დაიკავა.

ნადირაძემ  საუკეთესო დრო აჩვენა - 39.191. მეორე ადგილზე ყაზახი ტიმურ ჰაიდაროვი გავიდა (39.743), მესამეზე კი ზაზას მუდმივი მეტოქე ბელარუსი არტიომ კოზირი (39.819). მორიგი ეტაპი დუისბურგში გაიმართება 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. მსოფლიო ჩემპიონი კი  სპორტსმენის მიერ ყველა შეჯიბრზე დაგროვებული ქულებით გამოვლინდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური