რისთვის გაათავისუფლეს აჭარის განათლების მინისტრი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გაცხადება აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობას დატოვებს, განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, მსვლელობის დროს, რუსული დროშის გამოჩენას უკავშირდება.

რომან ბილიკი - Sputnik საქართველო
რუსი მომღერალი და მსახიობი რომა ზვერი ბათუმში მასტერკლასს ჩაატარებს

„ეს არის ჩემთვის სამწუხარო ფაქტი, პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

რუსული დროშები, დღეს ბათუმის ქუჩებში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქუჩის მსვლელობის დროს გამოჩნდა. მსვლელობაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კოლექტივები მონაწილეობდნენ და ყველას თავისი ქვეყნის დროშა ეკავა. რუსეთიდან ჩამოსულ ფესტივალის მონაწილეებს რუსული დროშების გარდა, ჰქონდათ ბანერი წარწერით - RUSSIA.

განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ ეს ბავშვთა ფესტივალია და მას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

„ეს არის ჩვენი გამარჯვების დღე და დღევანდელი ფესტივალიც სწორედ ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც  ტრადიციულად 26 მაისს ემთხვევა. აქ არის 8 ქვეყნის 15 წარმომადგენელი, ხვალ დასკვნითი კონცერტი იქნება", - განაცხადა ინგა შამილიშილმა.

მისი თქმით, რუსეთიდან ჩამოსული ანსამბლის წევრები მღერიან უკრაინულ სიმღერებს და ეს არის ტრადიციული ბავშვთა ფესტივალი, რომელიც ყოველგვარ პოლიტიკურ კონტექსტს სცილდება.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური