მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პერუში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოყვა

გამოწერა
პერუს ჩრდილოეთით კვირას 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. პერუში მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების ეროვნული ცენტრი (COEN) Twitter-ში.

ადრე აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) გაავრცელა ინფორმაცია კვირას პერუს ჩრდილოეთით 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შესახებ. მიწისქვეშა ბიძგები 07:41 საათზე (UTC დროით) დაფიქსირდა. ეპიცენტრი სან-მარტინის რეგიონში ლაგუნასის ოლქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 83 კილომეტრში მდებარეობდა. კერა 105 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

„ამ მომენტისთვის ცნობილია ერთი მსხვერპლისა და 11 დაჭრილის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბიძგების შედეგად 55 შენობა ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი გახდა, 48 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

ყველა ახალი ამბავი
0