მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კანის კინოფესტივალმა ჯილდოები დაარიგა: წლის საუკეთესო ფილმების სია

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირეჟისორი პონ ჯუნ-ჰო
რეჟისორი პონ ჯუნ-ჰო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ფავორიტად პედრო ალმადოვარის ავტობიოგრაფიული ფილმი „ტკივილი და დიდება“ ითვლებოდა - მხოლოდ მანამ, სანამ სამხრეთკორეული ფილმის პრემიერა გაიმართებოდა

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ჟიურიმ კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო გადასცა რეჟისორ პონ ჯუნ-ჰოს სოციალურ ტრაგიკომედიას „პარაზიტები“.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი, კანის საერთაშორისო ფესტივალის წელს რიგით 72-ე ცერემონია გაიმართა.

ფესტივალის მთავარი ჯილდო სამხრეთკორეელ რეჟისორს ფრანგმა რეჟისორმა კატრინ დენევმა გადასცა.

კომედია, რომელიც დასასრულისკენ ნადვილ დრამად იქცევა, ძალიან ღარიბ ოჯახზე მოგვითხრობს, რომელიც სრული შემადგენლობით მდიდარ ოჯახში სამუშაოდ ეწყობა.

ფესტივალების და კონგრესების სასახლე კრუაზეტის სანაპიროზე კანში - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - კანის კინოფესტივალზე ლევან აკინის ფილმს აჩვენებენ

ფესტივალის ფავორიტად კარგა ხანს ითვლებოდა პედრო ალმადოვარის ავტობიოგრაფიული ფილმი „ტკივილი და დიდება“, კრიტიკოსებმა ის 3,3 ქულით შეაფასეს, მაგრამ რეჟისორ პონ ჯუნ-ჰოს ტრაგიკომედია „პარაზიტების“ პრემიერის შემდეგ, რომელმაც რეიტინგში 3,5 ქულა დაიმსახურა, ესპანელმა კლასიკოსმა უკან დაიხია.

წელს კანის ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა სენეგალის დებიუტანტმა მატი დიოპმა, რომელმაც წარმოადგინა ფილმი „ატლანტიკა“ (Atlantics). ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეყვარებულთან განშორებას განიცდის. სატრფო იღუპება, მაგრამ მაინც ბრუნდება მასთან (?).

თვალისმომჭრელად ლამაზები: როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები კანის კინოფესტივალზე >>

პრიზი საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა ფრანგი რეჟისორის, სელინ სკიამას ფილმს „გოგონას პორტრეტი ცეცხლში“ (Portrait of a Lady on Fire). ფილმის მოქმედება მე-18 საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. ახალგაზრდა მხატვარი ქალი გოგონა სახელად ელოიზას საქორწილო პორტრეტს ხატავს და დღითიდღე ორივე რწმუნდება, რომ ქორწინება პატარძალს არაფერ კარგს არ მოუტანს.

ქალის საუკეთესო მთავარი როლისთვის ჯილდო გადაეცა ემილი ბიჩემს, რომელმაც ითამაშა ჯესიკა ჰაუსნერის ფილმში „პატარა ჯო“ (Little Joe).

ბრიტანულ-ტაილანდური წარმოშობის მოდელი, მსახიობი და მომღერალი არაია ალბერტა ჰარგეიტი - Sputnik საქართველო
თვალისმომჭრელი ფერები კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე

საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი გადაეცა ძმებ ჟან-პიერ და ლიუკ დარდენებს. წელს მათ წარადგინეს ფილმი „ახალგაზრდა აჰმედი“ (Le jeune Ahmed). მისი გმირია ბიჭი, რომელიც რადიკალური ისლამიზმის იდეებითაა გატაცებული. რელიგიური მიზეზების გამო ის თავს ესხმის თავისი არაბული ენის მასწავლებელს, შემდეგ კი გამოსასწორებელ დაწესებულებაში ამოყოფს თავს. აჰმედი არ ღალატობს მასწავლებლის მოკვლის იდეას და კურატორისგან გაქცევას ცდილობს, მაგრამ ეს გაქცევა მას სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეს.

ამჯერად პედრო ალმადოვარი პრიზის გარეშე დარჩა, მაგრამ ფილმში „ტკივილი და დიდება“ მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლისთვის თავისი ჯილდო მას ანტონიო ბანდერასმა მიუძღვნა.

გარდა ამისა, ორმა ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა: ეს არის ლაჯ ლის „საბრალონი“ (Les Misérables) და კლებერ მენდოსა-უმცროსის „ბაკურაუ“.

ყველა ახალი ამბავი
0