თბილისი, 26 მაისი — Sputnik. დასავლეთ გერმანიაში მცირეგაბარიტიანი თვითმფრინავი ორი ხანდაზმული ადამიანით ბორტზე ხეების ტოტებში გადაბრუნებულ მდგომარეობაში გაიჭედა. პილოტმა და მისმა თანმხლებმა ქალბატონმა ამ მდგომარეობაში რამდენიმე საათი გაატარეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით.
ინციდენტი ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე, შაბათს მოხდა. სამაშველო ოპერაცია ორნახევარ საათს გაგრძელდა.
ტაბლოიდის მონაცემებით, თვითმფრინავი 10 მეტრის სიმაღლეზე გაიჭედა. ზოგიერთი მედია-საშუალება კი ამტკიცებს, რომ საუბარია ოთხი მეტრის სიმაღლეზე.
აღნიშნულია, რომ 56 წლის პილოტი და მისი თანხმლები ქალი ინციდენტის შედეგად არ დაშავებულან. ხის ტოტებში გაჭედილი თვითმფრინავის მფლობელმა სატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული ზარალი 130 ათას ევროდ შეაფასა.