შინდისში ფალავნობა აღინიშნეს

© photo: Sputnik / Stringerქართული ჭიდაობა
ქართული ჭიდაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს ეძღვნება

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ფალავნობით აღინიშნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი, სხვა ოფიციალური პირები და გულშემატკივრები.

ახალგაზრდა მოჭიდავეები - Sputnik საქართველო
ქართული ჭიდაობა იუნესკოს ნუსხაში შევიდა

ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდია 5 ათასი  ლარი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს ეძღვნება. მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები.

მონაწილეებმა და ჩამოსულმა სტუმრებმა გვირგვინით შეამკეს შინდისის გმირთა მემორიალი.

26 მაისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები და სპორტული ფედერაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში მრავალ საგანმანათლებლო, კულტურულ, სამეცნიერო, შემეცნებით-გასართობ და სპორტულ ღონისძიებას მართავენ.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ >>

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0