როგორი ბინები გადასცა მცხეთაში მთავრობამ დევნილებს

© photo: Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgia / FB120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა
120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
120 გადაცემული ბინიდან 54-ერთოთახიანი, 39-ოროთახიანი, 24-სამოთახიანი და 3-ოთხოთახიანია.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში 120 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ბინების გასაღებები საქართველოს  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ გადასცეს.

„დღეს ქალაქ მცხეთაში 120 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა. ძალიან სასიხარულოა, როდესაც 120 ოჯახს მიეცემა შესაძლებლობა, ნორმალური საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი და ჩვენ მათაც და სხვებსაც დავეხმარებით, რომ აქტიურად დასაქმდნენ, ჰქონდეთ აქტიური სოციალური ცხოვრება“,  – განაცხადა დავით სერგეენკომ.

უწყების ცნობით, 120 ბინიდან 54-ერთოთახიანი, 39-ოროთახიანი, 24-სამოთახიანი და 3-ოთხოთახიანია.

კორპუსების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია. გზებზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი და დამონტაჟებულია გარე განათება. ორივე კორპუსს საკუთარი ავტოსადგომი აქვს. შენობები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

დევნილი ოჯახებისთვის 240-მდე კერძო სახლი აშენდება >>

მცხეთაში, ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 5,5 მილიონი ლარი გამოყო.

ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის შემდეგ, მცხეთაში დევნილთა განსახლების პრობლემა, ფაქტობრივად, გადაიჭრა, აცხადებენ უწყებაში.

ყველა ახალი ამბავი
0