თბილისში სომხური თეატრი ხელახლა შენდება

თეატრის მშენებლობას ივანიშვილის მიერ დაწესებული საქველმოქმედო ფონდი აფინანსებს

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული დრამატურგიული თეატრის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლისთვის დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

პროექტი საქართველოს ექს-პრემიერისა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მერი სამშენებლო სამუშაოებს პირადად გაეცნო.

„შეიძლება ითქვას, რომ სომხური თეატრი თავიდან შენდება, რადგან ის ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა...  ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება რომ გრძელდება, მისასალმებელია. 2020 წლისთვის სომხური თეატრი მთლიანად დასრულებული იქნება და ქალაქს კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი და ძალიან მაგარი სივრცე შეემატება“, - განაცხადა კალაძემ თეატრის სამშენებლო მოედანზე.

სამუშაოების ფარგლებში ძველი შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა. პროექტის თანახმად, თეატრის შენობა ორ ნაწილად დაიყოფა - სცენა და დარბაზი. ამ ეტაპზე შენობის რკინაბეტონის კარკასი შენდება.

© Tbilisi City Hall / FBთბილისის მერი კახა კალაძე სომხური თეატრის მშენებლობაზე
თბილისში სომხური თეატრი ხელახლა შენდება - Sputnik საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე სომხური თეატრის მშენებლობაზე

თავდაპირველად, 2017 წლის პროექტის თანახმად, იგეგმებოდა ძველი შენობის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. აქედან გამომდინარე შემუშავდა ახალი პროექტი, რომელიც 6,4 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სრულიად ახალი შენობის აშენებას გულისხმობს.

თეატრის ახალი შენობა 607 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის საერთო საპროგნოზო ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს.

© Tbilisi City Hall / FBსომხური თეატრის მშენებლობა თბილისში
თბილისში სომხური თეატრი ხელახლა შენდება - Sputnik საქართველო
სომხური თეატრის მშენებლობა თბილისში

თეატრი ტფილისში სომხური თემის ხელშეწყობით 1856 წელს დაარსდა. მსახიობთა დასს ხელმძღვანელობდა გევორქ ჩმშკიანი, რომელმაც ნიჭიერი მსახიობების მთელი პლეადა აღზარდა.

თეატრის რეპერტუარში იყო სპექტაკლები არამარტო სომეხი დრამატურგების პიესების მიხედვით, არამედ მსოფლიო კლასიკოსების - შექსპირის, შილერის, მოლიერის, ასევე რუსი დრამატურგების - გრიბოედოვის, გოგოლის, ლერმონტოვის, ოსტროვსკის მიხედვით.

სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
„ერთად მეტი შეგვიძლია“ - საქართველოს პრეზიდენტი ფაშიანიანს შეხვდა

1921 წლის 1 მაისიდან დასი სახელმწიფო თეატრის საპატიო სტატუსს ატარებს. 1936 წლის მარტში თეატრი რუსთაველის გამზირიდან ავლაბარში, საკუთარ შენობაში გადავიდა. თეატრში სომხებთან ერთად არაერთი ქართველი არტისტი მოღვაწეობდა.

2010 წლიდან თეატრის შენობაში მისი ავარიული მდგომარეობის გამო წარმოდგენები შეწყდა. მაგრამ კოლექტივი გასტროლებს აგრძელებდა.

თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული დრამატურგიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია არმენ ბაიანდურიანი.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური