საქართველოს და სომხეთის უსაფრთხოების სამსახურების უფროსები ერთმანეთს ერევანში შეხვდნენ

© photo : from NSS of RAსომხეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არტურ ვანეციანი ქართველ კოლეგას, ვახტანგ გომელაურს ერევანში შეხვდა
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არტურ ვანეციანი ქართველ კოლეგას, ვახტანგ გომელაურს ერევანში შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ექვს თვეში სომხეთის და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსები - არტურ ვანეციანი და ვახტანგ გომელაური მეორედ ხვდებიან

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არტურ ვანეციანი ქართველ კოლეგას, ვახტანგ გომელაურს ერევანში შეხვდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, რეგიონში სიტუაციის განვითარება, ასევე ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დასახელდა ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის თარიღი >>

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის კავშირების განვითარების, გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლის საკითხებზე. ვანეციანმა და გომელაურმა ურთიერთობების სტაბილური განვითარების და მათი გაღრმავების მნიშვნელობა აღნიშნეს.

პირველად ვანეციანი და გომელაური თბილისში 24 იანვარს შეხვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0