თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოში მყოფი ყაზახეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც 9 ივნისს თავისი ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მიცემა სურთ, რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ნათქვამია ყაზახეთის საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო და ყაზახეთი ერთმანეთს გამდიდრებაში დაეხმარებიან >>
რიგგარეშე არჩევნებისთვის საქართველოში ყაზახეთის საელჩოში №277 საარჩევნო უბანი შეიქმნა.
საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფმა ან მუდმივად მცხოვრებმა ყაზახეთის მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამ უბანზე წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ - ელექტრონულ ფოსტაზე consulate@kazembassy.ge პირადი მონაცემები უნდა გაიგზავნოს.
კენჭისყრა 9 ივნისს თბილისის დროით 07:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.
კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წელს მიღწეულ და ყაზახეთის მოქალაქის პასპორტის მქონე ამომრჩევლებს.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე.