წარმოუდგენელი რეკორდი! ზამთრის კურორტებზე ტურისტების რაოდენობა შვიდჯერ გაიზარდა

© courtesy of TBC Bank Горнолыжный зимний курорт Гудаури
Горнолыжный зимний курорт Гудаури - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ოთხი სამთო-სათხილამურო კურორტი ფუნქციონირებს და დამსვენებლების ზრდა თითოეულ მათგანში დაფიქსირდა.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობა შვიდ წელიწადში 578%-ით გაიზარდა, განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა მაია ომიაძემ.

საბაგირო - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე გრძელი საბაგირო გაიხსნა

2018-2019 წლების ზამთრის ტურისტული სეზონი საკმაოდ წარმატებული იყო: ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე ვიზიტორების რაოდენობის წლიური 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, გასულ წელთან შედარებით, გუდაურში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 19%-ით, ბაკურიანში – 20%-ით, გოდერძიზე – 43%-ით, ხოლო თეთნულდსა და ჰაწვალში – 17 და 13 პროცენტით შესაბამისად.

„2018-2019 წლის ზამთრის სეზონით კმაყოფილი ვართ. წლევანდელი წელი ნამდვილად განსაკუთრებული იყო. მოთხილამურეებს გუდაურში განახლებული ინფრასტრუქტურული გარემო დახვდათ. ახალმა საბაგიროებმა, ახალმა სალაროებმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა – სალაროებთან რიგი მოაგვარა", – განაცხადა ომიაძემ პირველი არხის ეთერში.

ყველა ახალი ამბავი
0