მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„დადგა ახალი ეპოქა..." – რას ითხოვს სააკაშვილი ზელენსკისგან?

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩორნოლუცკიმ უკრაინის პრეზიდენტის სახელზე ექს-გუბერნატორის მიმართვა-მოთხოვნა შეიტანა.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილს სააკაშვილმა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, დაუბრუნოს უკრაინის მოქალაქეობა, აცხადებს მისი ადვოკატი რუსლან ჩორნოლუცკი.

„განვაგრძობთ ახალ სტადიასა და აქტიურ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების მიზნით. დადგა ახალი ეპოქა – ახალი პრეზიდენტი... ვიყავი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და, როგორც მისმა ადვოკატმა, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სახელზე შევიტანე სააკაშვილის მიმართვა სამართლიანობის აღდგენისა და მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების  მოთხოვნით“, – წერს ჩორნოლუცკი Facebook-ზე.

ადვოკატმა საკუთარ პოსტს თან დაურთო სააკაშვილის მიმართვის ფოტოასლი.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წელს გამოჩდა. მალე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა მინიჭებული უკრაინის მოქალქეობა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ გუბერნატორმა არათუ შეასრულა დაპირება რეგიონის განვითარების შესახებ, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. ხოლო 2017 წლის ივლისში მოქალაქეობაც ჩამოართვა.

ყველა ახალი ამბავი
0