რა განსხვავებაა ალექსანდრიტის და დიოდის ლაზერს შორის: თმის მოცილების ყველაზე ეფექტური გზა

გამოწერა
ლაზერული ეპილაცია მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი პოპულარული მანიპულაციაა. სანამ აღნიშნულ პროცედურას ჩავიტარებთ, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, რა არის ჭარბთმიანობის გამომწვევი მიზეზი, რა ასაკიდან შეიძლება ლაზერული ეპილაციის ჩატარება და როდის არის პროცედურა დაუშვებელი.

 ამ და სხვა საინტერესო საკითხზე ექიმი დერმატოლოგი ნინო კუტივაძე საუბრობს.

© photo: courtesy of Nino kutivadzeექიმი დერმატოლოგი ნინო კუტივაძე
რა განსხვავებაა ალექსანდრიტის და დიოდის ლაზერს შორის: თმის მოცილების ყველაზე  ეფექტური გზა - Sputnik საქართველო
ექიმი დერმატოლოგი ნინო კუტივაძე

- ჭარბთმიანობამ ადამიანი შესაძლოა მოზარდობის ასაკიდანვე შეაწუხოს, თუმცა უმჯობესია ლაზერული ეპილაციის პროცედურა ჩატარდეს 18 წელს გადაცილებულ ადამიანებში. იმის გათვალისწინებით, რომ  ეპილაცია არ არის მძიმე სამედიცინო ჩარევა, შესაძლოა პაციენტს მივუდგეთ ინდივიდუალურად. მინიმალური მოთხოვნა გახლავთ ის, რომ პაციენტს მენსტრუალური ციკლი მინიმუმ ერთი წლის ჩამოყალიბებული ჰქონდეს, თანაც წყვეტის გარეშე.

- რა იწვევს ჭარბთმიანობას?

- ჭარბთმიანობის გამომწვევი მიზეზი არაერთია. ის შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დარღვევებმა, სტრესმა, ფარისებრი ჯირკვლის და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებებმა, ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ და ა.შ.

- ჭარბი თმის მოცილების რამდენი საშუალება და მეთოდი არსებობს?

- თანამედროვე კოსმეტოლოგიაში თმის მოცილების რამდენიმე მეთოდი არსებობს. ესენია დიოდური, ალექსანდრიტის, ნეოდიმური, ფოტოეპილაცია და სხვ.

© FB / Medical Groupეპილაცია
რა განსხვავებაა ალექსანდრიტის და დიოდის ლაზერს შორის: თმის მოცილების ყველაზე  ეფექტური გზა - Sputnik საქართველო
ეპილაცია

- მათგან ყველაზე ეფექტური რომელია?

- ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მათგან ყველაზე ეფექტური ალექსანდრიტის ლაზერია. სტატისტიკის მიხედვით, 5-10 პროცედურის შემდეგ პაციენტთა 90 პროცენტი სრულად თავისუფლდება არასასურველი თმისგან. ალექსანდრიტის ლაზერი მძლავრი მოწყობილობაა, რომელიც არასასურველი თმის მოშორებას ახორციელებს სწრაფად, ეფექტურად და არასასიამოვნო შეგრძნებების გარეშე. მას აქვს გაახალგაზრდავების ეფექტი, რომელიც წარმოიქმნება ლაზერული იმპულსის ზემოქმედების გამო. ამ დროს კანის სტრუქტურა უმჯობესდება და ხდება გლუვი.   

ლაზერული ეპილაციის უპირატესობა არის ის, რომ პროცედურის წინ კანი არ საჭიროებს გაპარსვას, რაც ქალბატონებში დიდ დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით, ზედა კიდურების და სახის ზონების შემთხვევაში.

ალექსანდრიტით ეპილაციის შემდეგ თმა მინიმუმ 1.5 - 2 თვის მანძილზე საერთოდ არ ამოდის, რაც ძალიან კომფორტულია ნებისმიერი ქალბატონისთვის. ეპილაციას გარუჯულ კანზე რაც შეეხება, ალექსანდრიტის ინტერვალი შემდეგია: გარუჯვამდე 2 კვირით ადრე კეთდება, ხოლო გარუჯვიდან 2 კვირის შემდეგ. დიოდის შემთხვევაში ეს ინტერვალი მხოლოდ 3-4 დღეა.

ნეო-ნეო - Sputnik საქართველო
ჭარბთმიანობის გადაწყვეტის უახლესი მეთოდი - ის, რაც უნდა იცოდეთ ეპილაციაზე

- პროცედურა უმტკივნეულოა?

- ჩვენი კლინიკა აღჭურვილია Candela Gentlase-ის აპარატით. აპარატს გააჩნია უნიკალური გაგრილების სისტემა, რომლის საშუალებითაც პროცედურა ბევრად უმტკივნეულოა და იცავს კანს გადახურებისგან.

- დიოდის შემთხვევაში რამდენი პროცედურის შემდეგ, ხოლო ლაზერის შემთხვევაში რამდენი პროცედურის შემდეგ მიიღწევა სასურველი შედეგი?

- ასე გადაჭრით ვერ გეტყვით. პროცედურების ეფექტურობა დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე. ზოგადად, ალექსანდრიტის შედეგი დიოდზე 2-3 ჯერ უფრო სწრაფია. ყველაზე სწრაფად თითქმის ქრება თმა იღლიის, ბიკინის, კიდურების, წელის, მუცლის და მკერდის არეში. სახის არეში კი ოდნავ მეტს, დაახლოებით 5-10 პროცედურას საჭიროებს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დიოდური ლაზერი - ნახევრადგამტარი ლაზერული დიოდი აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ეპილაციისთვის, არამედ თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ფართო მოხმარება აქვს აკნეს, გაფართოებული ფორების, ნაოჭების, კანის სიწითლის, მშრალი კანის და ა.შ. სამკურნალოდ.

- როგორ უნდა შეარჩიოს ადამიანმა, რომელი პროცედურა უფრო მისაღები და მიზანშეწონილია მისთვის?

- სამწუხაროდ, ამ შეკითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. პირველ რიგში უნდა დადგინდეს ჭარბთმიანობის ზუსტი მიზეზი, შემდეგ თმის სტრუქტურისა და კანის თავისებურება, ხოლო ამ მონაცემებზე დაყრდნობით ექიმ-კოსმეტოლოგი თავად განსაზღვრავს, თუ რომელი მეთოდი იქნება თქვენთვის ყველაზე ეფექტური.

ესთეტიური ცენტი ნეო-ნეო - Sputnik საქართველო
ლაზეროთერაპევტი: დიოდური ეპილაცია არის უმტკივნეულო და კეთდება გარუჯულ კანზეც

- რა დროს არის დაუშვებელი ეპილაციის გაკეთება?

- ყველაფრის მიუხედავად ნებისმიერ ლაზერულ ეპილაციას აქვს უკუჩვენება. ლაზერული ეპილაციის გაკეთება დაუშვებელია ჰერპესის და კანის ჩირქოვანი გამონაყარის, ინფექციური დაავადებების გამწვავების პერიოდში, ონკოდაავადებების დროს, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ლაზერული ეპილაციის გაკეთება არ შეიძლება გარუჯულ კანზე. სასურველია დავიცვათ ორკვირიანი ინტერვალი პროცედურამდე და პროცედურის ჩატარების შემდეგ.

- ეპილაციის შედეგ როგორ უნდა მოაუაროს ადამიანმა კანს?

- არის რამდენიმე მითითება, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ეპილაციის შემდეგ 3-6 საათის განმავლობაში წყალი საერთოდ არ უნდა შეეხოს კანის ქსოვილს. განსაკუთრებით მოერიდეთ ცხელი აბაზანის მიღებას, საუნაში და საცურაო აუზზე ვიზიტს, ვარჯიშს 24-48 საათის განმავლობაში. სოლარიუმში გარუჯვას 24-48 საათის განმავლობაში. არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები (მაკიაჟი) 12-24 საათის განმავლობაში, რადგან ეპილაციის შემდეგ გახსნილია ფორები და იზრდება ინფექციის შეჭრის შანსი. მოერიდეთ მჭიდრო ტანსაცმლის ჩაცმას 48 საათის განმავლობაში, ნებისმიერ სხვა საშუალებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება!

ეპილაცია - Sputnik საქართველო
ყველაფერი ლაზერული ეპილაციის შესახებ – პროცედურის დადებითი და უარყოფითი მხარეები

- კრემ-დეპილატორებზე რა აზრის ხართ?

- კრემ-დეპილაციის გამოყენების დროს არ ხდება თმის ბოლქვის დაზიანება და, შესაბამისად, თმის რაოდენობაც არ მცირდება. ასე რომ, ეფექტი არის ხანმოკლე.

- რას ურჩევთ ქალბატონებს?

- აუცილებლად დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, არ დაგენანოთ დრო და სახსრები საკუთარი სილამაზისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0