ბათუმში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

© photo: Sputnikბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაოს მაძიებლები აჭარაში მომუშავე 63 კომპანიის ვაკანსიების შესახებ შეიტყობენ.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ბათუმში 30 მაისს დასაქმების ფორუმი გაიმართება, ნათქვამია აჭარის დასაქმების სააგენტოს განცხადებაში.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში მომუშავე წამყვანი კომპანიების ვაკანსიები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და დისტრიბუცია, მშენებლობა, სასტუმროების, რესტორნების, სათამაშო ბიზნესი, ჯანდაცვა და სხვ. ფორუმი სასტუმრო Sheraton-ში 12:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება.

სსფ-ის დირექტორი კრისტინ ლაგარდი - Sputnik საქართველო
კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს

კომპანიების წარმომადგენლები სამუშაოს მძებნელებს მიაწვდიან ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის, შრომის პირობების, ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ. 63 კომპანია 229 ვაკანსიას წარმოადგენს.

ფორუმის მთავარი მიზანია – რეგიონში არსებული ვაკანსიების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში მიაწოდონ.

დასაქმების პირველი სახელმწიფო სამსახური – აჭარის დასაქმების სააგენტო 2011 წელს შეიქმნა. სააგენტოს მეშვეობით გადამზადება გაიარა 977 ადამიანმა, კვალიფიკაცია აიმაღლა 440-მა. სააგენტოს წყალობით დასაქმდა 15,5 ათასი ადამიანი. უწყების ბაზაში დარეგისტრირებულია 28 ათასი ადამიანი, რომლებიც სამუშაოს ეძებენ და სამი ათასზე მეტი ორგანიზაცია.

საქართველოს ხელისუფლება უმუშევრობას ქვეყნის მოსახლეობისთვის უმთავრეს პრობლემად მიიჩნევს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 2018 წელს 1,2 საპროცენტო პუნქტით შემცირდა და 12,7% შეადგინა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ უმუშევრობის შემცირების ტემპის დაჩქარებისთვის 2025 წლამდე ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაა საჭირო.

© Sputnik / Konstantin Ivanovუმუშევრობა საქართველოში
ბათუმში დასაქმების ფორუმი ჩატარდება - Sputnik საქართველო
უმუშევრობა საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0