მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს მოქალაქეები იტალიაში ბინის ქურდობისთვის დააკავეს

CC BY-SA 2.0 / Thanate Tan / Italy Police carიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმედებმა ბინიდან 20 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს ოთხი მოქალაქე იტალიაში ბინის ქურდობისთვის დააკავეს, იუწყება პირველი არხი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.

ბოლცანოს პროვინციაში (ჩრდილოეთ ტიროლი) დაკავებულებმა 20 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს. პოლიციამ დამნაშავეები დააკავა თვითმხილველების დახმარებით, რომლებმაც სახლთან გაჩერებული საეჭვო მანქანის შესახებ განაცხადეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია 33 წლის სომხეთში დაბადებული ქართველი მამაკაცი, გერმანიაში მცხოვრები 60 წლის ქართველი მამაკაცი და ასევე 34 და 37 წლის საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც დანაშაულის ორგანიზატორებად მიიჩნევიან.

ცნობილია, რომ დაკავებულებს იტალიაში კიდევ რამდენიმე ბინის ქურდობა ედებათ ბრალად.

ყველა ახალი ამბავი
0