ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად

CC0 / Pixabay / აია სოფიას ტაძარი სტამბულში
აია სოფიას ტაძარი სტამბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა, როცა მინდა სტამბულის შესახებ მოგიყვეთ, ვცდილობ ბანალური არ ვიყო, მაგრამ არც ორიგინალურობა გამომდის. როცა შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, მიჭირს სათანადო სიტყვების გამოძებნა, რათა ყველაფერი ისე აღვწერო, როგორც განვიცადე...

ერთი ნახვით შეყვარების გჯერათ? მე მაშინ ვირწმუნე, როცა სტამბულის მიწაზე პირველად დავდგი ფეხი, მის ცას ხელით შევეხე, მცხუნვარე მზე მეამბორა და მარმარილოს ზღვიდან დაბერილი მლაშე ნიავი ჩავისუნთქე. სტამბული არის ფერების, ტრადიციების, სიყვარულის, ემოციების ქალაქი. სიყვარულის, რომელიც თავად უნდა გამოსცადო.

შევეცდები ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, გასწავლოთ იაფი გზები, როგორ მოხვდეთ სტამბულში და ეზიაროთ ამ დიდებული ქალაქის მშვენიერებას.

სტამბულში წასასვლელად ავტობუსი ვარჩიე, რადგან თვითმფრინავი გაცილებით ძვირი ჯდება (150 ლარი გადავიხადე წასასვლელ და უკან დასაბრუნებელ ბილეთებში). ძალიან მიყვარს მგზავრობა, ავტობუსიც კომფორტული იყო და, შესაბამისად, 22-საათიანი მგზავრობის მიუხედავად დისკომფორტი არ შემქმნია.

საცხოვრებლად სასტუმრო Divas Silver შევარჩიე, რომელიც ლურჯი მეჩეთისგან და აია სოფიასგან 10 წუთის სავალზეა. სასტუმროს შერჩევის დროს უპირატესობას ლოკაციას ვანიჭებ, ამ შემთხვევაშიც ასე იყო, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. სასტუმროში საოცრად მეგობრული პერსონალი და საუცხოო გარემო დაგვხვდა. როცა მენეჯერმა გაიგო ქართველები ვიყავით, აღფრთოვანებით დაიწყო ლაპარაკი გრემზე, ალავერდზე, შუამთაზე, ქართულ ღვინოზე... ვგრძნობდით, განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა ჩვენ მიმართ.

პირველ დღეს გეზი სულთანაჰმედის რაიონისკენ ავიღეთ. აქ ერთად არის თავმოყრილი სულთან აჰმედის, იგივე ლურჯი მეჩეთი, აია სოფია, ტოპკაპის სასახლე, ცისტერნა ბაზილიკა, მოზაიკის მუზეუმი. ასე რომ, ერთ დღეში თითქმის ნახევარი სტამბულის მონახულებას შეძლებთ.

© Sputnik / STRINGERლურჯი მეჩეთი
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
ლურჯი მეჩეთი

ლურჯი მეჩეთი საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთი 1609-1616 წლებში სულთან აჰმედ I-ის ბრძანებით აშენდა. მისი სურვილის თანახმად, მეჩეთი იზნიქში წარმოებული 210 ათასი უზარმაზარი ფილით შეამკეს. სულთან აჰმედის არქიტექტორს სედეფჰარ მეჰმეთ-აღას ნაბრძანები ჰქონდა არ დაეზოგა სახსრები, რათა შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დიადი და მშვენიერი ისლამური სალოცავი. მეჩეთი დღეს ნამდვილად იკავებს მოწინავე რიგებს სტამბულის ღირსშესანიშნაობებს შორის და მნახველს გულგრილს არასოდეს ტოვებს.

© Sputnik / STRINGERაია სოფია
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
აია სოფია

აია სოფია – ვზივარ და ვფიქრობ, იქნებ გამოვნახო შესაფერისი სიტყვები, რომ ეს საოცარი არქიტექტურული ქმნილება დავახასიათო. გულმა გამალებით დამიწყო ძგერა, როდესაც მუზეუმში შევაბიჯე და ამხელა მუსულმანურ სამყაროში, ათას ვაებაგამოვლილ, გახუნებული ტაძრის კედლებზე ჩემი ღვთისმშობელი და მაცხოვარი ვიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი აია სოფია მეჩეთად იქნა გადაკეთებული და იქ მაჰმადიანური რელიგიური რიტუალები აღესრულებოდა, მისი გუმბათიდან ამაყად იმზირება დედა–ღვთისმშობელი.

© Sputnik / STRINGERაია სოფია
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
აია სოფია

დღეს ტაძარი მუზეუმად არის გადაკეთებული და მას იუნესკო იცავს. მუზეუმში შესასვლელად საკმაოდ დიდი რიგებია, ამიტომ დილით ადრევე დაიკავეთ თადარიგი. მუზეუმში შესვლა 60 ლირა ღირს.

© FB / Topkapi Palace Istanbul ტოპკაპის სასახლე სტამბულში
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
ტოპკაპის სასახლე სტამბულში

ტოპკაპის სასახლე – ერთ-ერთი უზარმაზარი და ულამაზესი ადგილია სტამბულში. შედიხარ სასახლეში და თითქოს დროში მოგზაურობას იწყებ, შენთვის უცხო სამყაროში იკარგები. ალბათ ერთი დღე დაგჭირდებათ, რომ სასახლე, ჰარემი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, მეჩეთები სრულად დაათვალიეროთ, ამავე დროს ჩაუყვეთ სასახლის უზარმაზარ, ულამაზეს ეზოს და ბოსფორის საუცხოო ხედით დატკბეთ. სასახლეში შესასვლელი ბილეთი 60, ხოლო ჰარემში შესასვლელი ბილეთი 35 ლირა ღირს.

© Sputnik / STRINGERბაზილიკა ცისტერნა
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
ბაზილიკა ცისტერნა

სტამბულში ერთ-ერთი იდუმალი ადგილია ბაზილიკა ცისტერნა. ადრე კონსტანტინოპოლის წყალსაცავი, ამჟამად ტურისტების საყვარელ ადგილად არის ქცეული. სტამბულის ქვეშ დამალულ ასობით ცისტერნათა შორის ის ყველა დიდია. ცისტერნა 138 მეტრი სიგრძის და 64,4 მეტრი სიგანისაა. ის დაახლოებით 1000 კვ.მ-ს ფარავს და 80 000 კუბური მეტრი წყლის დატევა შეუძლია. ნაგებობას 336 მარმარილოს სვეტი იჭერს და თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორია გააჩნია. ერთ-ერთს მტირალა სვეტს უწოდებენ, რადგან ის მშენებლობის დროს დაღუპული მუშების პატივსაცემად ააგეს.

© Sputnik / STRINGERბაზილიკა ცისტერნა - სვეტი მედუზას გამოსახულებით
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
ბაზილიკა ცისტერნა - სვეტი მედუზას გამოსახულებით

ბაზილიკის ბოლოში კი ორი უზარმაზარი სვეტი დაგხვდებათ მედუზა გორგონას გამოსახულებით. ცირსტერნა რომაული ბაზილიკის ქვეშ მდებარეობდა, რის გამოც ეწოდა ბაზილიკის სახელი. ბაზილიკა ცისტერნა ტურისტებისთვის ყოველდღე ღიაა და შესვლის საფასური 20 ლირა გახლავთ.

© Sputnik / STRINGERმოზაიკის მუზეუმი
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
მოზაიკის მუზეუმი

უძველესი ხელოვნების მოყვარულთათვის სტამბულის მოზაიკების მუზეუმი საინტერესო და ცოტა იდუმალიცაა. მუზეუმის ექსპოზიცია შეიცავს სულთანაჰმედის რაიონში გათხრების შედეგად აღმოჩენილ უიშვიათეს და ულამაზეს მოზაიკებს. ექსპონატები მსოფლიოში ცნობილ აია–სოფიის მოზაიკებზე ბევრად მეტი ხნისაა და თარიღდება 450-550 წლებით. ხოლო ზოგიერთი მათგანი მიეკუთვნება წარმართული რომის ეპოქას. წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, არაერთი ბიზანტიური სიმდიდრე დაიკარგა და განადგურდა, ამიტომ მოზაიკის შესახებაც ძალიან მწირი ცნობები მოიპოვება და, სავარაუდოდ, მისი დიდი ნაწილიც განადგურებულია.

© Sputnik / STRINGERმოზაიკის მუზეუმი
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
მოზაიკის მუზეუმი

მუზეუმში წარმოდგენილი მოზაიკა საოცარი ტექნიკით არის შესრულებული, სადაც ასახულია მაშინდელი ადამიანების ყოფა-ცხოვრება, ნადირობა, ორთაბრძოლა, ნადიმი, ცხოველებთან ბრძოლა და ა.შ. მოზაიკის ქვები 5 მმ ზომისაა და შედგება კირქვის, ტერაკოტის და ფერადი ქვებისგან. სტამბულში სტუმრობისას აუცილებლად ნახეთ ეს პატარა, თუმცა საოცარი მუზეუმი.

© Sputnik / STRINGERგრანდ ბაზარი
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
გრანდ ბაზარი

მეორე დღეს გრანდ ბაზრის მონახულება გადავწყვიტეთ. როგორც კი ბაზარში ცხვირი შევყავით, ისეთი თავსხმა წვიმა წამოვიდა, მთელი დღის ბაზარში გატარება მოგვიხდა. ფაქტიურად ამ დღეს სხვა ვერაფრის ნახვა ვეღარ მოვახერხეთ. აქ გამართული ვაჭრობა ცალკე ხელოვნება და სანახაობაა. ყველა მომღიმარი სახით გესალმება და თავისი პროდუქციის გასასინჯად გეპატიჟება. ბაზარში თქვენ ყურადღებას მიიქცევს ძვირადღირებული, საუცხოო ფერებში გაწყობილი ხელნაკეთი ხალიჩები, რომელთა ერთი კვადრატული მეტრის ფასი 2 000 ევროს აჭარბებს, მადისაღმძვრელი ტკბილეული, სურსათ–სანოვაგე, სხვადასხვა არომატის, ყვავილის, მცენარის, ხილის ჩაი.

© Sputnik / STRINGERგრანდ ბაზარი
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
გრანდ ბაზარი

ბაზრის სავიზიტო ბარათია ულამაზესი ფანრები, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ბაზარს. მინდა გაგაფრთხილოთ, ბაზარში საექსკურსიოდ ნამდვილად ღირს მოსვლა, აი, საყიდლებზე რა მოგახსენოთ – ფასები აქ მეტად მაღალია. თან ფრთხილად უნდა იყოთ, აქაური ვაჭრები ისე არიან დახელოვნებული, რომ თავისუფლად შეუძლიათ ორ წუთში 150-ლირიანი ჩაი ისე გაყიდინონ, თვალის დახამხამება ვერ მოასწროთ, ისევე, როგორც მე...

© Sputnik / STRINGERგალათას კოშკი
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
გალათას კოშკი

გალათას კოშკი – 61 მ სიმაღლისაა. ეს არის ადგილი, საიდანაც ხელის გულზე იშლება მთელი სტამბული, მისი სიდიადე და ღირსშესანიშნაობა. ამიტომ არც გაბედოთ სტამბულიდან ისე წამოსვლა, რომ კოშკზე არ ახვიდეთ და სტამბულის სუნთქვა არ შეიგრძნოთ, მის იდუმალ ხმას არ მოუსმინოთ.

დამღლელი დღის შემდეგ კი ისღა დაგრჩენიათ, გალათას ხიდზე მდებარე ულამაზეს კაფეებს ესტუმროთ, უგემრიელესი ზღვის პროდუქტები დააგემოვნოთ და საოცარი ხედით დატკბეთ. ჩაი და ყავა – გემოვნებით...

დოლმაბაღჩეს სასახლე – ალბათ, ის სტამბულის ყველაზე „არათურქული“ არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა. სასახლე ბაროკოს სტილშია აგებული და თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენს. სასახლე ბოსფორის ევროპულ სანაპიროზე მდებარეობს და აქ განლაგებული პავილიონები ნამდვილად მოგაჯადოებთ. როგორც კი სასახლის ეზოში შედგამთ ფეხს, სუნთქვა გაგიხშირდებათ და თქვენს გულისცემას გაიგონებთ.

© Sputnik / STRINGERუმანკოების მუზეუმი
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
უმანკოების მუზეუმი

უმანკოების მუზეუმი – ყოველთვის წარმოვიდგენ და ვხატავ გონებაში, როგორი შეიძლება ყოფილიყო წიგნში აღწერილი სამყარო. ვცდილობ დავინახო გმირები, მათი სახეები, თუმცა დღემდე არასოდეს მიმოგზაურია წიგნში, ეს იყო პირველი შემთხვევა. უმანკოების მუზეუმიდან გამოსულს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფურცლებს შორის ვიარე, ჩემ თვალწინ განვითარდა ქემალის და ფუსუნის სიყვარულის ისტორია. სახლში ყველაფერი შავ-თეთრია, თუმცა ფუსუნი წითელი ყვავილებიანი კაბით ლანდად ჩანს ყველა ვიტრინაში...

© Sputnik / STRINGERუმანკოების მუზეუმი
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
უმანკოების მუზეუმი

არ მინდა დაწვრილებით ვისაუბრო მუზეუმზე, ექსპონატებზე, გრძნობებზე, განცდებზე, რადგან ყველას თავისი უმანკოების მუზეუმი აქვს. უბრალოდ უნდა მიხვიდე იქ და შენი მუზეუმი აღმოაჩინო. თუ თქვენ სახლში ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმი“ გაქვთ, აუცილებლად წაიღეთ თან, რადგან  ამ შემთხვევაში მუზეუმში შესვლა უფასოდ გეკუთვნით, ისე კი 40 ლირის გადახდა მოგიწევთ.

© Sputnik / STRINGERპრინცის კუნძული
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
პრინცის კუნძული

ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახე. ალბათ ცოტა გსმენიათ პრინცის კუნძულებზე, რომელიც სტამბულთან ახლოს მდებარეობს და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ამ კუნძულებზე მოსახვედრად გალათას ხიდთან მდებარე ნავსადგურიდან ბორანს უნდა გაჰყვეთ. მგზავრობა სულ რაღაც 5 ლირა ღირს (ტურით წასვლა გაცილებით მეტი, დაახლოებით 100 ლირა დაგიჯდებათ). კუნძულზე მისასვლელად დაახლოებით ორი საათია საჭირო, ამიტომ თადარიგი ადრევე დაიჭირეთ და დილითვე გაემგზავრეთ). ბორანი ოთხ კუნძულზე ჩერდება. ბოლო და ყველაზე შთამბეჭდავი ბუიუქადას კუნძულია. ბუიუქადა ნიშნავს „დიდ კუნძულს“ და ის მარმარილოს ზღვაში მდებარე პრინცის ცხრა კუნძულიდან ყველაზე დიდია. 

© Sputnik / STRINGERპრინცის კუნძული
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
პრინცის კუნძული

ეცადეთ ბორანზე ისეთი ადგილი დაიკავოთ, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება. საოცარია, როცა ხედავ, როგორ მიაპობს ბორანი უზარმაზარ ტალღებს, თავზე კი თოლიები დაგფარფატებენ. მათ უკვე ჩვევად აქვთ ღია გემბანზე გამოფენილი მგზავრებისგან „ძღვენის“ მიღება. ბავშვებივით არიან განებივრებული, გელოდებიან სიმითს, ან სხვა სანოვაგეს როდის გადაუგდებ. არაფერი შეედრება ბორანზე მოდუღებულ ჩაის, ყავას, რომელსაც საოცარი ხედის ფონზე, სრულ ნეტარებაში მიირთმევ.

როგორც კი კუნძულზე დავდგი ფეხი, მეგონა სამოთხეში მოხვდი. აქ ვერ ნახავ მანქანას, ადამიანები მხოლოდ ცხენიანი ეტლით, ველოსიპედით ან ფეხით გადაადგილდებიან. გზადაგზა კუნძულის საოცარ სანახაობებს წააწყდებით: ტყეებს, პლაჟებს, ბაღებს, საპიკნიკე ადგილებს, იახტებით დატვირთულ ყურეებს, ბიზანტიურ ტაძრებს, ოტომანების დროინდელ ხის საზაფხულო სახლებს და უმდიდრეს ვილებს... სხვათა შორის, ამ კუნძულზე არაერთი პოპულარული თურქული სერიალია გადაღებული.

© Sputnik / STRINGERპრინცის კუნძული
ათი დღე სტამბულში 300 ლარად: როგორ დავტკბეთ მოგზაურობით იაფად - Sputnik საქართველო
პრინცის კუნძული

კუნძულზე მრავლადაა სასტუმრო, ამიტომ თუ დარჩენის სურვილი გაგიჩნდებათ, სრულებით შესაძლებელია ღამის კუნძულის მშვენიერებით დატკბეთ. თუ უკან დაბრუნებას გადაწყვეტთ, ყურადღებით იყავით, კუნძულის ნავსადგურზე ჩამომდგარი ბორანი საყვირით გამცნობთ, რომ ბიზანტიურ-ოტომანური წარსულიდან კვლავ თანამედროვე სტამბულის მჩქეფარე ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეთ...

ბორნიდან თვალი არ მომიცილებია კუნძულისთვის, სანამ თავადე არ მიიმალა. ვფიქრობდი, ჩემ ცხოვრებაში აუცილებლად დადგება დღე, როცა კვლავ დავბრუნდები სტამბულში და უფრო სრულყოფილად შევიგრძნობ მის დიდებულებას...

 

ყველა ახალი ამბავი
0