ოჯახმა დიდი ბატუტი შეიძინა, რაც ყველაზე მეტად ძაღლს გაუხარდა – სახალისო ვიდეო

© photo: ViralHog / Youtubeოჯახმა დიდი ბატუტი შეიძინა, რაც ყველაზე მეტად ძაღლს გაუხარდა - სახალისო ვიდეო
ოჯახმა დიდი ბატუტი შეიძინა, რაც ყველაზე მეტად ძაღლს გაუხარდა - სახალისო ვიდეო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ცხოველის პატრონის თქმით, ძაღლი ბატუტზე ბევრად მაღლა ხტება, ვიდრე ბავშვები, ვისთვისაც იყიდეს ბატუტი.

ვიდეოს ავტორის თქმით, ოჯახმა ბატუტის შეძენა შვილიშვილისთვის გადაწყვიტა. შვიდი თვის ლერჩერი სახელად რიო თავიდან არც ისე დაინტერესებულა. თუმცა, ძაღლმა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა გაეგო, თუ რა იყო ეს შავი ნივთი. კადრებში ჩანს, როგორ ვერ ჩერდება ერთ ადგილზე ძაღლი, ის წყლით სავსე ტაშტში ხტუნავს. მოგვიანებით ის ტყვიასავით მიექანება ბატუტისკენ და მასზე ხტუნვას იწყებს, რაც მოტოციკლეტისტების ტრიუკებსაც მოგაგონებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0