თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა გორში მომხდარი ძარცვის ფაქტზე 2003 წელს დაბადებული მოზარდი ამხილეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოზარდმა გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან სასტარტო პისტოლეტი და 10 ვაზნა მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მხილებულის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ მოპოვებული იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.