სუპერგმირებზე მაგარი თბილისელი მებაღეები: როგორ ამწვანებენ დედაქალაქს - ვიდეო

გამოწერა
რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორი თბილისის მერიის „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს დაეხმარა და მოგვიყვება, თუ როგორია მათთან ერთად გატარებული ერთი სამუშაო დღე

რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორი თბილისის მერიის „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს დაეხმარა და მოგვიყვება, თუ როგორია მათთან ერთად გატარებული ერთი სამუშაო დღე

ეს სიკეთე თბილისის მერიის „ეკოსერვის ჯგუფის“ 400-მდე თანამშრომელთან ერთად გავიზიარე, როცა პროფესია ისევ შევიცვალე და, როგორც წესი, სამუშაო დღეც 9:00 საათიდან დავიწყეთ.

არსებობის ერთი წლის მანძილზე კომპანიამ თანამშრომლები აღჭურვა თანამედროვე ევროპული წარმოების ბენზოსათიბელებით, სტაციონარული სათიბელებით, ბენზოხერხებით, ამწე-კალათებით, თვითმცლელებით, ბრიგადების მობილურობისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებებით, სხვადასხვა ტიპის მძიმე ტექნიკით.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შრომის უსაფრთხოებას, ვინაიდან თანამშრომლებს მუშაობა გვიწევდა ისეთი ხელსაწყოებით, რომელთა გამოყენებაც უსაფრთხოების ნორმების დაცვას საჭიროებს. შესაბამისად, მუდმივად ხდება თანამშრომლების გადამზადება, ხოლო ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვას წინ უძღვის სასწავლო კურსები და თანამშრომელთა სერტიფიცირება.

ბუნებას არ სჩვევია ყოყმანი წინსვლასა და გამრავლებაში, მარტოობას არ ელტვის, მხარდაჭერისკენაა მიდრეკილი და, შესაბამისად, არც ჩვენ ვცნობთ ყოყმანს, როდესაც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირია არასამუშაო საათებში მუშაობის საჭიროება. მაგალითად, ქალაქში „საცობების“ შექმნის თავიდან აცილების მიზნით ქუჩებში ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები მეტწილად ღამის საათებში მიმდინარეობს. მათი შრომის ანაზრაურება კი 625 ლარიდან 1850 ლარამდე მერყეობს, გამოცდილების, კვალიფიკაციისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის შესაბამისად.

ჩემთვის ყველაზე დიდი ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც „ეკო-ჯგუფის“ თანამშრომლებმა ჩემ თვალწინ ხის მოჭრა დაიწყეს. გავშრი... აბა მე საიდან ვიცოდი, რომ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, თურმე, სანიტარიული ჭრები ხორციელდება დაავადების გავრცელების პრევენციისა და ჯანსაღი კორომების გადარჩენის მიზნით, და რომ მოჭრამდე სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერება…

ხე ვერ მოვჭერი, მაგრამ დავრგე. ხომ ამბობენ, კაცმა ამ ცხოვრებაში სამი რამ უნდა გააკეთოს – შექმნას ოჯახი, ააშენოს სახლი და დარგოს ხეო. ალბათ თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ისე კი, ფოთლების შრიალში მუშაობას ნამდვილად აქვს განსაკუთრებული ხიბლი...

ყველა ახალი ამბავი
0