ქართველ სუმოისტს ოძეკის ტიტულისგან ერთი ნაბიჯი აშორებს

© photo: AFP 2020 / JIJI PRESSლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გორგაძეს ოძეკის ტიტულის დაბრუნებისთვის ხუთი შერკინებიდან ერთის მოგება სჭირდება

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ნაცუ ბაშოს საზაფხულო ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში ტოკიოში იმართება, მეცხრე გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირის მეათე დღეს ტოჩინოშინი კომუსუბი მიტაკეუმის (ჰისასი ომიტი) შეხვდა და იაპონელ სუმოისტს სძლია. ანგარიში პირად შეხვედრებში სპორტსმენებს შორის არის 8:3 გორგაძის სასარგებლოდ.

ამგვარად, ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ჩვენს სუმოისტს ამ ტურნირზე ერთი გამარჯვება სჭირდება.

შეჯიბრების მე-11 დღეს გორგაძე დასავლეთის მაეგაშირა აბის (კოსკე ჰორიკირი) შეხვდება. ეს სპორტსმენების მეოთხე დაპირისპირება იქნება. სამი ორთაბრძოლა ტოჩინოშინმა მოიგო.

აღსანიშნავია, რომ გორგაძე ნაცუ ბაშოზე გამარჯვების სამ პრეტენდენტს შორის არის. ტოჩინოშინის გარდა დადებითი ბალანსი 9:1 აქვთ იოკოძუნა კაკურიუსა და დასავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამას.

ყველა ახალი ამბავი
0