თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ერევანი და თბილისი დიდი პაუზის შემდეგ ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-10 სხდომის თარიღზე შეთანხმდნენ, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
„3 მაისს სომხურ-ქართული თათბირი გაიმართა. არსებობს შეთანხმება ეკონომიკურ თანამშრომლობაში ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-10 სხდომის 27-28 ივნისს ჩატარების შესახებ“, - განაცხადა ბრიფინგზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 28 ივნისს დილიჯანში გაიმართება ფორუმი სომეხი და ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით.
ექსპერტებს როგორც თბილისში, ისე ერევანში არაერთხელ გაუსვამთ ხაზი სხდომის ჩატარების მნიშვნელობისთვის. საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა 2018 წლის სექტემბერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ერევანში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ. ქართველმა პრემიერმა სომხურ მხარეს მიმართა ამბიციური წინადადებით - საქონელბრუნვის მილიარდ დოლარამდე გაზრდის შესახებ (2017 წელს იყო 489 მილიონი დოლარი).
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მაისში სომხურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის დილიჟანში ჩატარება დააანონსა.