ქართველმა სუმოისტმა უბრძოლველად გაიმარჯვა

© photo: AFP 2020 / JIJI PRESSლევან გორგაძე - ტოჩინოშინი
ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ სპორტსმენს ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე ორი გამარჯვება აშორებს

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) ზაფხულის ნაცუ ბაშოზე ტოკიოში დადებითი ბალანსი გაინაღდა.

მეცხრე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე უნდა ყოფილიყო ოძეკი ტაკაკეისე (ტაკანობუ სატო), თუმცა იაპონელმა სუმოისტმა ტრავმა მიიღო და ასპარეზობა ვერ შეძლო. შედეგად სეკივაკე ტოჩინოშინმა უბტრძოლველად კატიკოსი დააფიქსირა.

ამგვარად, გორგაძემ ამჟამინდელ ტურნირზე დადებითი ბალანსი გაინაღდა - რვა მოგება და ერთი წაგება. ანალოგიური მაჩვენებლები აქვთ იოკოძუნა კაკურიუს და დასავლეთის მერვე მაეგაშირას - ასანოიამას. სწორედ ეს სამეული ნაცუ ბაშოს ლიდერები არიან.

აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინს მხოლოდ ორტი გამარჯვება აშორებს ოძეკის ტიტულის დაბრუნებას, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა გაზაფხულის ჰარუ ბაშოზე წარუმატებელი ასპარეზობის შედეგად დაკარგა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე გახდება კომუსუბი მიტაკეუმი (ჰიკასი ომიტი). სუმოისტებს შორის პირადი შეხვედრების ანგარიშია 7:3 ქართველის სასარგებლოდ.

ყველა ახალი ამბავი
0