გურჯაანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს: დამნაშავე იძებნება

გამოწერა
არასრულწლოვანს დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. გურჯაანში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე 15 წლის ბიჭი დაჭრეს, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მასმედიაში გავრცელდა.

შემთხვევა წუხელ მოხდა. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის: ახმეტის რაიონში მამაკაცი დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობები ბასრი საგნით მიაყენეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

დაშავებული მოზარდი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

მედიკოსების ინფორმაციით, არასრულწლოვანს დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და დანაშაულში მონაწილე პირის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0