კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად დაშლილია

გამოწერა
დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში სერიოზული დაპირისპირებაა და ის პრაქტიკულად დაშლილია.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, განაცხადა დედაქალაქის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ყოფილი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში სერიოზული დაპირისპირებაა.

„შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია. ერთადერთი, რაზეც დგას დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ნიკა გვარამია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძემ კომენტარი გაკეთა შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თაობაზე და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს მთაწმინდის რაიონში მეორე ტურში გამარჯვებისთვის.

„მთაწმინდის რაიონში ლიდერობს ჩვენი კანდიდატი, თუმცა არის მეორე ტური. კარგი იქნებოდა, პირველივე ტურში დასრულებულიყო არჩევნები. ჩვენ ვნახეთ, რომ აქტივობა იყო დაბალი, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორე ტურში მივაღწიოთ გამარჯვებას“, — განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ქალაქის მერმა განმარტა, რომ გავრცელებული ხმები, თითქოს მთაწმინდის რაიონში ე.წ. ძველი ბიჭები იყვნენ მობილიზებული, კონკრეტული ტელეარხის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0